პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სოფელ ლაილაშში მეწყერი ჩამოწვა - დაზიანებულია 17 სახლი

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში ჩამოწოლილმა მეწყერმა 17 საცხოვრებელი სახლი დააზიანა; მოსახლეობა ევაკუირებულია, მსხვერპლი არ არის.

სოფელ ლაილაშში მეწყერი ჩამოწვა - დაზიანებულია 17 სახლი
რადიო თავისუფლება

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყერი ჩამოწვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, მოსახეობა ევაკუირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მეწყრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე რჩებიან მეხანძე-მაშველები, რომლებიც მოსახლეობას სახლებიდან ნივთების უსაფრთხოდ გამოტანაში ეხმარებიან.

რადიო თავისუფლება ცდილობს იმის გარკვევას რამდენი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.

"ინფო იმერეთმა" გაავრცელა ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს ერთ-ერთი სახლის მეწყრით დაფარული ნაწილი. გამოცემის ინფორმაციით, ოთხი დამეწყრილი სახლიდან სამი დაკეტილი იყო, ერთის მფლობელი კი შემთხვევისას შინ არ იმყოფებოდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით "ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას".

უწყების თანახმად, გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება, რათა დროულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა.

"სხვადასხვა წლებში სოფ. ლაილაშის ტერიტორიაზე სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რადიო თავისუფლება ცდილობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებას, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურისოფელ ლაილაში, მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ საცხოვრებელი სახლები დაანგრია - მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგარემოს ეროვნული სააგენტო - ცაგერში, სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც სტიქიის ზონიდან მოსახლეობა გაიყვანეს - დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი
  3. იმედინიუსისამთავრობოგარემოს ეროვნული სააგენტო: სპეციალისტების მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მიმდინარეობს ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება. ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით ასევე იმყოფებიან შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები
  4. ალიაოპოზიციურიცაგერში, მეწყრული 17 სახლია დაზიანებული – გარემოს ეროვნული სააგენტო
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გარემოს ეროვნული სააგენტო - ცაგერში, სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც სტიქიის ზონიდან მოსახლეობა გაიყვანეს - დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები