გარემოს ეროვნული სააგენტო: სპეციალისტების მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მიმდინარეობს ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება. ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით ასევე იმყოფებიან შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყერი განვითარდა, რის გამოც მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა გახდა საჭირო; დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთი.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას, რის შედეგადაც დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება, რათა დროულად შეფასდეს არსებული მდგომარეობა. სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება.
ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით ასევე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
სხვადასხვა წლებში სოფელ ლაილაშის ტერიტორიაზე სააგენტოს გეოლოგების მიერ შეფასებულია როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.
სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიასოფელ ლაილაში, მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ საცხოვრებელი სახლები დაანგრია - მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია
გარემოს ეროვნული სააგენტო - ცაგერში, სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც სტიქიის ზონიდან მოსახლეობა გაიყვანეს - დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი
ცაგერში, მეწყრული 17 სახლია დაზიანებული – გარემოს ეროვნული სააგენტო
სოფელ ლაილაშში მეწყერი ჩამოწვა - დაზიანებულია 17 სახლი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…