კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ შიმშილობა დაიწყო
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. იგი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას და შვილის საქმეზე ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. საქართველოს პროკურატურის განმარტებით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და სისხლის სამართლებრივი დევნა 3 პირის მიმართ განხორციელდა.

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ გაიოზ ჩარკვიანმა პროკურატურასთან განაცხადა.
მანამდე მან საგამოძიებო უწყების შენობასთან უწყვეტი აქცია დააანონსა და გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრა მოითხოვა. გაიოზ ჩარკვიანი თავისი შვილის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს.
„მე ამ წუთიდან ვაცხადებ შიმშილობას. მე ხომ გითხარით ერთხელ პროკურორებო - ცოცხალი გაიოზ ჩარკვიანის არ შეგეშინდეს?! მკვდარი გაიოზ ჩარკვიანის შეგეშინდებათ მაშინ,“ - განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა პროკურატურასთან განცხადება დილითაც გააკეთა და განაცხადა, რომ ის სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.
ჩარკვიანის განცხადებას მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურა გამოეხმაურა და განმარტა, რომ „ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 3 პირის მიმართ განახორციელა“.
20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. ოჯახი ჩარკვიანის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიკორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან უწყვეტი აქცია დააანონსა - ის გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს
- ფორმულაპროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ინტერპრესნიუსიპროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე - საგამოძიებო უწყებამ სისხლისსამართლებრივი დევნა 3 პირის მიმართ განახორციელა
- ალიაპროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ნეტგაზეთიგარდაცვლილი ფეხბურთელის მამა გამოძიების მოთხოვნით შიმშილობას აანონსებს
- რადიო თავისუფლებაCovid-19-ით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა შიმშილობას იწყებს
ციტატები სტატიიდან
„მე ამ წუთიდან ვაცხადებ შიმშილობას. მე ხომ გითხარით ერთხელ პროკურორებო - ცოცხალი გაიოზ ჩარკვიანის არ შეგეშინდეს?! მკვდარი გაიოზ ჩარკვიანის შეგეშინდებათ მაშინ,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…