ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან უწყვეტი აქცია დააანონსა - ის გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა საქართველოს პროკურატურასთან უწყვეტი აქცია დააანონსა. ის გენერალურ პროკურორთან შეხვედრას და საქმის გამოძიებას ითხოვს.

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან უწყვეტი აქცია დააანონსა - ის გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან უწყვეტი აქცია დააანონსა - ის გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვსინტერპრესნიუსი

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა საქართველოს პროკურატურასთან უწყვეტი აქცია დააანონსა - ის გენერალურ პროკურორთან, გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრას ითხოვს.

კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრები და ახლობლები ამ წუთებში პროკურატურასთან, აქციას მართავენ.

ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ის სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.

„5 წელზე მეტია, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯალათმა ექიმებმა ჩემი 20 წლის შვილი შეიწირეს. არაერთხელ მოვითხოვეთ საქმის ეფექტურად გამოძიება, თუმცა ყურად არ იღეს. საქმეში არის უამრავი მტკიცებულება. ამ 5 წლის მანძილზე, მე და ჩემმა კოლეგა მეგობრებმა, ადვოკატებმა ყველა მტკიცებულება მივიტანეთ, მაგრამ დღემდე პასუხი არაა. სასაცილოდაც მიგდებენ. აქ მე ვარ მეუღლესთან ერთად და ვითხოვ სამართალს, სამართლიანობის აღდგენას.

მე მინდა მთავარ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს მივმართო - ბატონო გიორგი, 2 შვილის პატრონი ხარ, მამა ხარ, ჩამოდი და თვალებში ჩავხედოთ ერთმანეთს. აქ ვიქნებით მე და ჩემი კოლეგები, სანამ არ ჩამოხვალ. გაგვეცი ოჯახს პასუხი 5 წლის განმავლობაში რომ მატყუებ. ამ მომენტიდან ვჯდები აქ და ვმართავ უწყვეტ აქციას,“ - განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. ოჯახი ჩარკვიანის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„5 წელზე მეტია, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯალათმა ექიმებმა ჩემი 20 წლის შვილი შეიწირეს. არაერთხელ მოვითხოვეთ საქმის ეფექტურად გამოძიება, თუმცა ყურად არ იღეს. საქმეში არის უამრავი მტკიცებულება. ამ 5 წლის მანძილზე, მე და ჩემმა კოლეგა მეგობრებმა, ადვოკატებმა ყველა მტკიცებულება მივიტანეთ, მაგრამ დღემდე პასუხი არაა. სასაცილოდაც მიგდებენ. აქ მე ვარ მეუღლესთან ერთად და ვითხოვ სამართალს, სამართლიანობის აღდგენას. მე მინდა მთავარ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს მივმართო - ბატონო გიორგი, 2 შვილის პატრონი ხარ, მამა ხარ, ჩამოდი და თვალებში ჩავხედოთ ერთმანეთს. აქ ვიქნებით მე და ჩემი კოლეგები, სანამ არ ჩამოხვალ. გაგვეცი ოჯახს პასუხი 5 წლის განმავლობაში რომ მატყუებ. ამ მომენტიდან ვჯდები აქ და ვმართავ უწყვეტ აქციას,“
გაიოზ ჩარკვიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.