"მეტი, ვიდრე მოგზაურობა - მიმართულებიდან გამოცდილებამდე" - თბილისში ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
თბილისში ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც 300-ზე მეტმა დელეგატმა ტენდენციები და საერთაშორისო პრაქტიკა განიხილა.

თბილისში ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით - "მეტი, ვიდრე მოგზაურობა - მიმართულებიდან გამოცდილებამდე".
ღონისძიებაში 300-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ექსპერტებმა ადგილობრივ წარმომადგენლებს ტურიზმის სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციები, გამოწვევები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს.
"მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, რასაც ტურიზმის ინდუსტრია აერთიანებს, მოიყარეს თავი საქართველოში და სხვადასხვა პანელურ დისკუსიებზე საუბრობდნენ მსოფლიოში იმ საკითხებზე, თუ რა ტენდენციები არსებობს, როგორც მარკეტინგის, ისე სხვადასხვა დანიშნულების ადგილის პოზიციონირების, კონკურენტუნარიანობის, იმ განსაკუთრებული ნიშის, რაც სხვადასხვა დანიშნულების ადგილს გააჩნია", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…