პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ეკატერინე ადამიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ბავშვთა გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ჩინეთში გამართულ გლობალურ კონფერენციაზე NCDC-ის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ადამიამ ბავშვთა ტყვიის ზედამხედველობის სისტემაში საქართველოს გამოცდილება წარადგინა.

ეკატერინე ადამიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ბავშვთა გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
რუსთავი 2

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ბავშვთა გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე ეკატერინე ადამიამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამაში ბავშვთა ტყვიის ზედამხედველობის სისტემის ინტეგრირებასა და ამ მიმართულებით საქართველოს წარმატებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

კონფერენცია გაეროს ბავშვთა ფონდისა და "ბავშვთა გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის კოლაბორაციის" ორგანიზებით გაიმართა და მასში სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

როგორც ეკატერინე ადამიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ სამეცნიერო მტკიცებულებები პრაქტიკულ ქმედებებად ექცია და ბავშვებში ტყვიის ზედამხედველობა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში, ისე პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ეფექტურად ინტეგრირებულიყო. გენერალური დირექტორის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ მულტიდისციპლინურ მიდგომაზეც, რომელსაც ქვეყანა ტყვიის ექსპოზიციის წყაროების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად იყენებს.

პრეზენტაციის ფარგლებში განიხილეს საცხოვრებელი გარემოს, საკვებისა და წყლის, საყოფაცხოვრებო პრაქტიკისა და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების კომპლექსური კვლევის შედეგები, რაც ბავშვების დაცვას მონაცემებზე დაფუძნებული პრევენციითა და პარტნიორობით უზრუნველყოფს.

პეკინში გამართული გლობალური კონფერენცია მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და თემატურ სესიებს. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მკვლევრებმა ბავშვთა ჯანმრთელობაზე გარემოს მავნე ზემოქმედების შემცირების გზებზე, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და ამ მიმართულებით გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოეკატერინე ადამიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ბავშვთა გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
CDC-ის დირექტორის მოადგილე ჯენიფერ შუფორდი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ირაკლი ფურცელაძეს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები