ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

CDC-ის დირექტორის მოადგილე ჯენიფერ შუფორდი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ირაკლი ფურცელაძეს შეხვდა

აშშ-ის CDC-ის დირექტორის მოადგილე ჯენიფერ შუფორდი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს ირაკლი ფურცელაძეს შეხვდა და ლუგარის ცენტრი მოინახულა.

CDC-ის დირექტორის მოადგილე ჯენიფერ შუფორდი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ირაკლი ფურცელაძეს შეხვდა
CDC-ის დირექტორის მოადგილე ჯენიფერ შუფორდი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ირაკლი ფურცელაძეს შეხვდარუსთავი 2

საქართველოში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დელეგაციის ვიზიტი გრძელდება.

ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, CDC-ის დირექტორის მოადგილემ სამუშაო შეხვედრები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გამართა, სადაც ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამუშაო ძალის განვითარების, ეპიდზედამხედველობის, ლაბორატორიული სისტემების გაძლიერებისა და ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელეს.

CDC-ის დირექტორის მოადგილე ჯენიფერ შუფორდი და გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი პეიჯ არმსტრონგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ირაკლი ფურცელაძეს შეხვდნენ.

მხარეებმა მიღწეული შედეგები შეაჯამეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში გამორჩეულ მაგალითად C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამა დასახელდა. ასევე აღინიშნა საველე ეპიდემიოლოგიის სასწავლო პროგრამის წვლილი საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებაში.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ აღნიშნა, მთავარი პრიორიტეტი მიღწეული შედეგების შენარჩუნება, ახალ საფრთხეებზე დროული რეაგირება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ცვალებად საჭიროებებთან ადაპტირებაა.

ვიზიტის ფარგლებში, CDC-ის დელეგაციის წევრებმა ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების ოპერაციების ცენტრი მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ CDC-სა და საქართველოს შორის პარტნიორობა უკვე სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის და მას გლობალური ჯანდაცვის სფეროში წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად მიიჩნევენ.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეები: პაატა იმნაძე, ირმა ხონელიძე, ეკატერინე ადამია, CDC-ის რეგიონული ოფისის დირექტორი ბილ დევისი, დელეგაციის სხვა წევრები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დელეგაციას შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები