შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტმა 7 რეზოლუცია ისროლა და შვიდივე ააცილა, ხოლო თავად ამ ორგანოს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია უწოდა. ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის პროექტი პაპუაშვილის, ივანიშვილის, კობახიძისა და კალაძის წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს.

ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა - ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა, სადაც რასა იუკნევიჩიანე, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ თანამებრძოლი ზის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „შეიძლება ადამიანი გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირ ვერ გამოიყვანო ადამიანიდან“.
„ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა. ასე რომ, არანაირი ფასი არ აქვს კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებს. ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ვხედავთ რასთან გვაქვს საქმე - რასა იუკნევიჩიანე, რომელიც ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველ ხალხთან დაკავშირებით. ქართველ ხალხზე რომ ფაშისტურ განცხადებებს ადამიანი აკეთებს, საერთოდ იმასთან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს? გამომსვლელთა სიას რომ შეხედავთ, ნახავთ პოსტსაბჭოთა ლიდერებს, რომლებიც ახლა აქეთ გვესარჩლებიან. შეიძლება ადამიანი გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირ ვერ გამოიყვანო ადამიანიდან. ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა, თავისი შემადგენლობითაც კი რეინკარნაციაა, სადაც რასა იუკნევიჩიანე, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ თანამებრძოლი ზის. ის, რომ არის საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია, მგონი ფაქტია. გადავახვიოთ, ძველი კადრები ამოვიღოთ საბჭოთა კავშირის ყრილობებისა და ნახავთ, რომ ერთი-ერთში არის ესთეტიკაც და გვარები, სახელები, წარმომავლობა, ყველა ერთნაირი ხალხი არის, ვინც იქ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. პროექტს ევროპარლამენტარები კენჭს დღეს უყრიან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაშალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა. რასა იუკნევიჩიანე გორბაჩოვის „პერესტროიკის“ თანამებრძოლი საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია რომ არის, ეს ფაქტია
ევროპარლამენტმა უკვე შვიდი რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა. ასე რომ, არანაირი ფასი არ აქვს კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებს - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: „ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა, ასე რომ, რა თქმა უნდა, არანაირი ფასი არ აქვს კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…