პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გარდაბნის კულტურის სახლში არაბული ქალაქის მშენებლობის განხილვაზე მოქალაქეებს არ უშვებენ - ადგილზე ხმაურია

გარდაბანში კრწანისის ტყე-პარკში არაბული ინვესტიციით დაგეგმილი ქალაქის მშენებლობის განხილვაზე მოქალაქეებს არ უშვებენ. ფინანსისტ ნიკა შურღაიას განცხადებით, დარბაზი უცხო ხალხით შეავსეს, თავად კი შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

პოლიციაა მობილიზებული ამ წუთებში გარდაბნის კულტურის სახლთან, სადაც კრწანისის ტყეპ-არკის ადგილას, არაბული ინვესტიციით ახალი ქალაქის მშენებლობის განხილვა იწყება.

რას აშენებენ, რა იჩეხება და რა რჩება ეროვნული პარკისგან - დეტალები დღეს უნდა გახდეს ცნობილი. თუმცა გარდაბნის კულტურის სახლში ჩასული ადამიანების ნაწილი დარბაზში არ შეუშვეს - მიზეზად უადგილობა დასახელდა.

არადა ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ არაბული ქალაქი არ უნდა აშენდეს, არგუმენტებით შეირაღებული ჩავიდა.

ფინანსისტი და ბიზნესის მრჩეველი, ნიკა შურღაია ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც დარბაზში შესვლა კი მოახერხა, თუმცა, განხილვის დაწყებამდე ის ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

ცოტა ხანი ვიყავი შიგნით, დაახლოებით, 20 წუთი, 2 საათით ადრე გაავსეს, სრულიად კავშირის არ მქონე ხალხით, უბრალოდ მოიყვანეს ადამიანები, ვისაც კავშირი არ აქვს ამ საქმესთან. ჩემ წინ იჯდა 6 არასრულწლოვანი ბავშვი, რომელიც ჭიდაობის სექციაზე დადიან და მასჭავლებელმა მოგვიყვანაო. ავდექი და ვთქვი, ხალხო რას აკეთებთ-მეთქი და ჭიდაობით გამომიყვანა დაცვამ, - ამბობს შურღაია.

მოქალაქეები, რომლებიც შესვლას ვერ ახერხებენ, ამბობენ, რომ დარბაზში შეშვება მხოლოდ “მწვანე სამაჯურებით“ ხდება.

ჩამოვედით იმისთვის, რომ გავიგოთ, ბოლოს და ბოლოს რას ითვალისწინებს ეს პროექტი. ასე დაკეტილი კარი, იქიდანაც ჩაკეტილი, ქვები მიუდგამთ, რაღაც მწვანე სამაჯურები თუ გაქვთ, შეგიშვებთო. ასეთი რამე არ გამიგია, საჯარო განხილვაო და არავის აქვს უფლება, რომ ასე ჩაკეტოს. როგორც ჩვენი ქვეყანაა შემოღობილი, ასე აქვთ შემოღობილი აქაც, - ამბობს მოქალაქე.

ცნობისთვის, Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.

შეთანხმების მიხედვით, თბილისსა და აჭარაში მსხვილი დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას. საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები უნდა განხორციელდეს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები