თავისუფლების მოედანზე ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თავისუფლების მოედანზე გაერთიანება „კონსერვატორების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები საქართველოში დაგეგმილ მსხვილ საინვესტიციო პროექტებს, კერძოდ, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმას აპროტესტებენ. აქციის გამო შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა.

თავისუფლების მოედანზე ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრება გაერთიანება „კონსერვატორების“ მიერ არის ორგანიზებული - მათ აქცია 20 სექტემბერს, 18:00 საათზე დააანონსეს.
აქციის მონაწილეები საქართველოში დაგეგმილ მსხვილ საინვესტიციო პროექტებს აპროტესტებენ, მათ შორის კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ განაშენიანებას. სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, კრწანისის ტყე-პარკში დაახლოებით 633 ჰექტარ ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის შემუშავება მიმდინარეობს.
აქციის გამო თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, ადგილზე კი საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…