ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიშს მოისმენენ

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანგარიშს მოისმენენ, რომელსაც თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე წარადგენს. ანგარიშში სააგენტოს მთავარ მიღწევებად ICPEN-ის პრეზიდენტობის მოპოვება და მსოფლიო ბანკის ჯილდო სახელდება.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიშს მოისმენენ
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიშს მოისმენენიმედინიუსი

26 ოქტომბერს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიშს მოისმენენ.

ანგარიშს კომიტეტის წევრებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე წარუდგენს.

77 გვერდიან ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ისტორიაში 2025 წელი ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც წარმატებული.

„დაარსებიდან 12 წლის თავზე სააგენტომ მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა როგორც ქვეყნის შიდა ბაზრებზე გავლენის თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო აღიარებისა და ჩართულობის დონეზე.

გამორჩეულად მსურს აღვნიშნო გასული წლის ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მიღწევა. პირველი - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საქართველოს სახელით მოიპოვა მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელის (ICPEN) პრეზიდენტობა 2026–2027 წლებში, რაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარების მაჩვენებელია. აღნიშნული ორგანიზაცია აერთიანებს 90-ზე მეტ ქვეყანას და ეხმარება მათ საუკეთესო გლობალური პრაქტიკის გაზიარებაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში. ამ რანგის ფარგლებში საქართველო 2026 წლის სექტემბერში უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე. მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა დაკავშირებულია მსოფლიო ბანკის აღიარებასთან. GCCA დაჯილდოვდა ფარმაცევტულ სფეროში მიღებული გადაწყვეტილებებისათვის, რომლის შედეგად განხორციელებულმა რეკომენდაციებმა შექმნეს მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა მომხმარებელთა გარემოზე“, - აღნიშნულია ირაკლი ლექვინაძის ანგარიშში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაარსებიდან 12 წლის თავზე სააგენტომ მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა როგორც ქვეყნის შიდა ბაზრებზე გავლენის თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო აღიარებისა და ჩართულობის დონეზე. გამორჩეულად მსურს აღვნიშნო გასული წლის ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მიღწევა. პირველი - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საქართველოს სახელით მოიპოვა მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელის (ICPEN) პრეზიდენტობა 2026–2027 წლებში, რაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარების მაჩვენებელია. აღნიშნული ორგანიზაცია აერთიანებს 90-ზე მეტ ქვეყანას და ეხმარება მათ საუკეთესო გლობალური პრაქტიკის გაზიარებაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში. ამ რანგის ფარგლებში საქართველო 2026 წლის სექტემბერში უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე. მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა დაკავშირებულია მსოფლიო ბანკის აღიარებასთან. GCCA დაჯილდოვდა ფარმაცევტულ სფეროში მიღებული გადაწყვეტილებებისათვის, რომლის შედეგად განხორციელებულმა რეკომენდაციებმა შექმნეს მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა მომხმარებელთა გარემოზე“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ირაკლი ლექვინაძემ ადიგენში ადგილობრივ ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო შეხვედრა გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები