პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბექა ვაჭარაძე: ფოთის სტრატეგიული მდებარეობა, საპორტო, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურა, ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქალაქს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს

ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ განაცხადა, რომ შუა დერეფნის ფონზე ფოთის ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც ეკონომიკური განვითარების კორპორაციის საკუთრება გახდა, ქალაქს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

ბექა ვაჭარაძე: ფოთის სტრატეგიული მდებარეობა, საპორტო, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურა, ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქალაქს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს
რუსთავი 2

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში - "ბიზნესის დღე 2026" მონაწილეობდა.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ბექა ვაჭარაძემ ეკონომიკური განვითარების კორპორაციის დირექტორთან, ირაკლი გაბრიაძესთან ერთად, ფოთისა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

"ბიზნესის დღე 2026" მნიშვნელოვანი პლატფორმაა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის, სამომავლო შესაძლებლობების განხილვისა და ახალი თანამშრომლობის მიმართულებების გამოკვეთისთვის.

შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობის ფონზე, ფოთის სტრატეგიული მდებარეობა, საპორტო, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურა, ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქალაქს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ეკონომიკური განვითარების კორპორაციის საკუთრება გახდა. ეს ქალაქისთვის ახალი საინვესტიციო და საწარმოო შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ქალაქის ზღვისკენ შემობრუნება და მისი უნიკალური ტურისტული, სპორტული და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისება.

ჩვენი ხედვაა, ახალი გენერალური გეგმის საფუძველზე ფოთი ჩამოყალიბდეს თანამედროვე საპორტო, საწარმოო და ლოგისტიკურ ცენტრად, პარალელურად კი განვითარდეს როგორც მიმზიდველი ტურისტული ქალაქი. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ფოთის როლი როგორც რეგიონის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში," - აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა რეგიონში ბიზნესკავშირების გაძლიერებას, ახალი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფოთის მერი: ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და არსებული პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები