ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფოთის მერი: ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და არსებული პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ

ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, ერთ-ერთი კორპუსის გამაგრება შეუძლებელი აღმოჩნდა და მისი დემონტაჟი გახდა აუცილებელი, რის შემდეგაც ადგილზე ახალი სახლი დაპროექტდება. ქალაქში ასევე მიმდინარეობს ფასადების, შიდა საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია და კორპუსის გამაგრება.

ფოთის მერი: ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და არსებული პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ
ფოთის მერი: ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და არსებული პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთრუსთავი 2

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის გაუმჯობესება და წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ქალაქის სხვადასხვა უბანში აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

ნინოშვილისა და გურიის ქუჩებზე მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია.

თავდადებულის ქუჩაზე მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსის გამაგრების სამუშაოები.

"დავიწყეთ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შიდა საკანალიზაციო სისტემების სრული რეაბილიტაცია, რაც ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მრავალწლიანი პრობლემის მოგვარებას ემსახურება.

სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევაც, როდესაც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება შეუძლებელი აღმოჩნდა და აუცილებელი გახდა მისი დემონტაჟი. დემონტაჟის შემდეგ მის ადგილზე ახალი საცხოვრებელი სახლის პროექტირებას ვგეგმავთ.

ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ.

ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ, რათა ფოთელებისთვის უფრო უსაფრთხო, მოწესრიგებული და კომფორტული საცხოვრებელი გარემო შევქმნათ"- განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დავიწყეთ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შიდა საკანალიზაციო სისტემების სრული რეაბილიტაცია, რაც ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მრავალწლიანი პრობლემის მოგვარებას ემსახურება. სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევაც, როდესაც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება შეუძლებელი აღმოჩნდა და აუცილებელი გახდა მისი დემონტაჟი. დემონტაჟის შემდეგ მის ადგილზე ახალი საცხოვრებელი სახლის პროექტირებას ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ. ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ, რათა ფოთელებისთვის უფრო უსაფრთხო, მოწესრიგებული და კომფორტული საცხოვრებელი გარემო შევქმნათ“
ბექა ვაჭარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?