ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე: ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით ფოთში ისტორიული შენობა აღდგა და ახალი სიცოცხლე შეიძინა

ფოთში, მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტირებულ შენობაში ახალგაზრდული ჰაბი ამოქმედდა. ქალაქის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, პროექტი ფონდი „ქართუს“, ცენტრალური ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა.

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე: ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით ფოთში ისტორიული შენობა აღდგა და ახალი სიცოცხლე შეიძინა
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე: ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით ფოთში ისტორიული შენობა აღდგა და ახალი სიცოცხლე შეიძინაიმედინიუსი

ფოთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების განვითარების, სოციალური ინტეგრაციისა და მათი ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით ახალგაზრდული ჰაბი ფუნქციონირებს.

ეს არის თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ და მეწარმეობრივ შესაძლებლობებს სთავაზობს.

სივრცე აერთიანებს იდეათეკას, მედიალაბს, ინოვაციურ ლაბორატორია FabLab-ს, ვიდეო და ხმის ჩამწერ სტუდიებსა და მრავალფუნქციურ სივრცეს.

ჰაბში ფუნქციონირებს იდეების, მედიის, ციფრული ტექნოლოგიების, კარიერული განვითარებისა და მოხალისეთა კლუბები, რომლებიც ახალგაზრდებს პრაქტიკული უნარების განვითარებასა და საკუთარი ინიციატივების განხორციელებაში ეხმარება. სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ახალგაზრდული ჰაბი მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენობაშია განთავსებული, რომელიც დანგრევის პირას იყო. ფონდი „ქართუსა“ და ცენტრალური ხელისუფლების ხელშეწყობით შენობა რეაბილიტირდა, ხოლო კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჰაბი თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით აღიჭურვა.

„ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს შევუქმნათ გარემო, სადაც შეძლებენ ახალი ცოდნის მიღებას, უნარების განვითარებასა და საკუთარი იდეების განხორციელებას. ისტორიული შენობის აღდგენითა და მისი ახალი ფუნქციით დატვირთვით ფოთს მნიშვნელოვანი სივრცე შევძინეთ, რომელიც ახალგაზრდების განვითარებასა და ქალაქის ცხოვრებაში მათ აქტიურ ჩართულობას ემსახურება. განსაკუთრებული მადლობა ფონდი „ქართუს“, ცენტრალურ ხელისუფლებას, ჩვენს პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის. მადლობა „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ჰაბის აღჭურვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს შევუქმნათ გარემო, სადაც შეძლებენ ახალი ცოდნის მიღებას, უნარების განვითარებასა და საკუთარი იდეების განხორციელებას. ისტორიული შენობის აღდგენითა და მისი ახალი ფუნქციით დატვირთვით ფოთს მნიშვნელოვანი სივრცე შევძინეთ, რომელიც ახალგაზრდების განვითარებასა და ქალაქის ცხოვრებაში მათ აქტიურ ჩართულობას ემსახურება. განსაკუთრებული მადლობა ფონდი „ქართუს“, ცენტრალურ ხელისუფლებას, ჩვენს პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის. მადლობა „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ჰაბის აღჭურვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“
ბექა ვაჭარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე: ფონდი "ქართუს" მხარდაჭერით, ფოთში ისტორიული შენობა აღდგა და ახალი სიცოცხლე შეიძინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები