ლაშა ბუღაძე: ვარდების რევოლუცია შეწტყვეტილი ეროვნული მოძრაობის ლოგიკური გაგრძელება იყო და დარწმუნებული ვარ, გაგრძელებას ახლანდელი რევანშისტული წყვეტის მერეც ჰპოვებს
ლაშა ბუღაძე: ვისზეც რეალური გავლენა ჰქონდა რუსეთს და ვინც მართლაც წაიყვანა იგორ ივანოვმა მოსკოვში 2004 წლის 6 მაისს, ეს მათივე სამხრეებიანი აგენტი ასლან აბაშიძე იყო.

მწერალი ლაშა ბუღაძე:
ვისზეც რეალური გავლენა ჰქონდა რუსეთს და ვინც მართლაც წაიყვანა იგორ ივანოვმა მოსკოვში 2004 წლის 6 მაისს, ეს მათივე სამხრეებიანი აგენტი ასლან აბაშიძე იყო. სულ ცოტა ხნის წასულები იყვნენ, როცა ხალხთან ერთად შევედით მათ მიერ მიტოვებულ რეზიდენციაში. ჩამოაკითხეს და გააქციეს, სწრაფად და ფაციფუცით. აჭარის დაბრუნება კი მოჰყვა ვარდების რევოლუციას, რომელიც წმინდა ქართული რევოლუცია იყო - სწორედ ქართული! - ქართული საზოგადოების პასუხი წარსულზე, რომელიც მომავლის შენების იდეით იყო მოტივირებული. მახსოვს, აშშ-ს მაშინდელი ელჩი მაილსი მართლაც არ იყო აღტაცებული ედუარდ შევარდნაძის წასვლით (რომელიც მისთვის მხოლოდ პოლიტიკოსი იყო, ჩვენთვის კი - ბნელი ეპოქის სიმბოლოც), მაგრამ დასავლურ მედიაში და უპირველესად CNN-ზე კლიპად ტრიალებდა ვარდების რევოლუცია და მას ჯერ სწორედ ქართული რევოლუცია - Georgian Revolution - ერქვა, მერე კი, ნათია ზამბახიძის უცაბედი წამოცდენით, "ვარდების რევოლუცია" ეწოდა. დღეს ამ რევოლუციის მემკვიდრეობას ებრძვის "ქართული ოცნება" - მოდერნიზაციის იმგვარ ანტირუსულ გამოცდილებას, რომელზეც ევროპული სახელმწიფო უნდა დაშენებულიყო.
ვარდების რევოლუცია შეწტყვეტილი ეროვნული მოძრაობის ლოგიკური გაგრძელება იყო და დარწმუნებული ვარ, გაგრძელებას ახლანდელი რევანშისტული წყვეტის მერეც ჰპოვებს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…