პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნინო წილოსანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აორგანიზებენ დებატებს, სადაც ყველანაირი კანონის გვერდის ავლით, უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს დამნაშავე, რომელიც კანონით არის დასჯილი, რომელიც აღიარებს თავის დანაშაულს​

საქართველოს პარლამენტი

მმართველი გუნდი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მსჯელობა დაკავებულების უპირობო გათავისუფლებაზე კანონის გვერდის ავლით მიმდინარეობს.

ნინო წილოსანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აორგანიზებენ დებატებს, სადაც ყველანაირი კანონის გვერდის ავლით, უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს დამნაშავე, რომელიც კანონით არის დასჯილი, რომელიც აღიარებს თავის დანაშაულს​
რუსთავი 2

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვა გაიმართება. აღნიშნულ პროექტზე ხელისუფლებაში შეფასებები კეთდება. მმართველი გუნდი მორიგ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს.

მათი შეფასებით, რეზოლუციის პროექტი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს, რადგან 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე დაკავებულებს დანაშაული აღიარებული აქვთ. შესაბამისად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ამ საკითხის ჩაწერა სხვა არაფერია, თუ არა კრიმინალის მფარველობა და აღიარებული დანაშაულის ლობირება.

"ბოლო პერიოდში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში ჩატარებული დებატები, ძირითადად მოითხოვს, რომ ქართველებმა გადავხიოთ კანონები და მხოლოდ მათი მითითებების მიხედვით ვიმოქმედოთ. ისინი ახლაც აკეთებენ და აორგანიზებენ დებატებს, სადაც ყველანაირი კანონის გვერდის ავლით, უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს დამნაშავე, რომელიც კანონით არის დასჯილი, რომელიც აღიარებს თავის დანაშაულს და ერთადერთი გზა, რომ პაატა ბურჭულაძე იქნება თუ სხვები, გამოვიდნენ თავისუფლებაზე, არის მათივე აღიარება.

შესაბამისად, ამას არანაირი დებატები არ სჭირდება. ამ ადამიანებს და მათ თითოეულ მათგანს საკუთარი თავისუფლება საკუთარ ხელში აქვთ. მათ შეუძლიათ, რომ მოინანიონ დანაშაული და გამოვიდნენ თავისუფლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს დანაშაულში მონაწილეობდნენ, სახელმწიფო გადატრიალების პროცესში იღებდნენ მონაწილეობას თუ პირიქით, აორგანიზებდნენ კიდეც. ამის მიუხედავად, სახელმწიფო არის ჰუმანური ამ ადამიანების მიმართაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ვხედავთ, რომ არაერთი დამნაშავე ამ და სხვა პროცესებში მონაწილე ადამიანი განთავისუფლებულა სწორედ შეწყალებით ან სხვადასხვა ფორმით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო იოსელიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვა გაიმართება - დოკუმენტი პაატა ბურჭულაძეს, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს და ადამიანის უფლებებს ეხებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები