ნინო წილოსანი – ევროპარლამენტში დებატები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ქართველებს კიდევ ერთხელ დაგვიქნიონ თითი და მათი მითითებებით ვიმოქმედოთ
პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის განცხადებით, ევროპარლამენტში დებატები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ქართველებს თითი დაუქნიონ და მათი მითითებებით იმოქმედონ.

ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები და ევროპარლამენტში ჩატარებული დებატები ძირითადად მოითხოვს, რომ ქართველებმა კანონები გადავხიოთ და მხოლოდ მათი მითითებების მიხედვით ვიმოქმედოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, ხელისუფლება ჰუმანურია იმ ადამიანების მიმართაც კი, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების პროცესს აორგანიზებდნენ, თუ მასში მონაწილეობდნენ, ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ მათი მხრიდან დანაშაულის მონანიება.
ნინო წილოსანის განმარტებით, ევროპარლამენტში დებატები ემსახურება კიდევ ერთხელ თითის დაქნევას, რომ საქართველომ მხოლოდ მათი მითითებებით იმოქმედოს.
„ახლაც აორგანიზებენ დებატებს, სადაც ყველანაირი კანონის გვერდის ავლით, უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს დამნაშავე, რომელიც კანონითაა დასჯილი და თავის დანაშაულს აღიარებს. ერთადერთი გზა, პაატა ბურჭულაძე იქნება თუ სხვები, თავისუფლებაზე რომ გამოვიდნენ, მათივე აღიარება და სამართლებრივად შეწყალებაა. ამ ყველაფერს არანაირი დებატები არ სჭირდება. ამ ადამიანებს საკუთარი თავისუფლება საკუთარ ხელში აქვთ – შეუძლიათ, დანაშაული მოინანიონ და თავისუფლებაზე გამოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს დანაშაულში მონაწილეობდნენ, სახელმწიფო გადატრიალების პროცესში იღებდნენ მონაწილეობას თუ აორგანიზებდნენ კიდეც. ამის მიუხედავად, სახელმწიფო ამ ადამიანების მიმართაც ჰუმანურია და ვხედავთ, რომ არაერთი დამნაშავე გათავისუფლდა სწორედ შეწყალებით ან სხვადასხვა ფორმით. ამიტომ, დებატები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ქართველებს კიდევ ერთხელ დაგვიქნიონ თითი და მიგვითითონ, რომ არ არსებობს კანონი და სამართალი, მხოლოდ მათი მითითებებით უნდა ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…