პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, მათ შორის 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, მათ შორის 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკი.

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, მათ შორის 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს, მათ შორის 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

"დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს 71 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "მეფედრონი", "ალფა-პვპ", "მეთადონი", 1 კილოგრამზე მეტი "მარიხუანა", აგრეთვე ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინი".

პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო მასალები და ფული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოთბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი
  2. რუსთავი 2სამთავრობო"მეთადონი", "ალფა-პვპ", "კეტამინი", "კოკაინი", "კლეფედრონი", "მარიხუანა" და მცენარე "კანაფი" - სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ფაქტები აღკვეთეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტები აღიკვეთა - დაკავებულია რამდენიმე პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები