პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის, მოყვანისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით პოლიციამ 6 პირი, მათ შორის 5 უცხოელი დააკავა. შსს-ს ცნობით, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეთადონი“, „კოკაინი“ და 2 კილოგრამზე მეტი „კანაფი“.

თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ექვსი პირი დააკავეს, მათ შორის ხუთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის: 64 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“, 48 შეკვრად დაფასოებული „ალფა-პვპ“, ასევე, „კეტამინი“, „კოკაინი“, „კლეფედრონი“, „მარიხუანა“ და 2 კილოგრამზე მეტი მცენარე „კანაფი“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ თბილისში 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები