პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი USAID-ზე: გავბედეთ იმის თქმა მაშინ, როცა ამაზე საუბარს ვერავინ ბედავდა. საჭიროება იყო ასეთი, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის არ დაგვემალა ის, რაც ხდებოდა ფარდის მიღმა, ის, რაც ხდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით, ოპოზიციის სახელით

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ხელისუფლებამ გაბედა და საზოგადოებას არ დაუმალა ის, რაც USAID-ის, ოპოზიციისა და არასამთავრობოების სახელით ფარდის მიღმა ხდებოდა.

მაკა ბოჭორიშვილი USAID-ზე: გავბედეთ იმის თქმა მაშინ, როცა ამაზე საუბარს ვერავინ ბედავდა. საჭიროება იყო ასეთი, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის არ დაგვემალა ის, რაც ხდებოდა ფარდის მიღმა, ის, რაც ხდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით, ოპოზიციის სახელით
იმედინიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა USAID-ის საქმიანობის საჯაროობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიდგომაზე ისაუბრა.

„გავბედეთ იმის თქმა მაშინ, როცა ამაზე საუბარს ვერავინ ბედავდა. საჭიროება იყო ასეთი, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის არ დაგვემალა ის, რაც ხდებოდა ფარდის მიღმა, ის, რაც ხდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით, ოპოზიციის სახელით”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის თემა“.

როგორც ცნობილია, ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს - 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში USAID-ის გრანტების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გურამ მაჭარაშვილი: ახლა უკვე ილონ მასკმა ფაქტობრივი მაგალითებით, მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ USAID-ი, რომელიც გაუქმდა და ასევე სხვა ორგანიზაციები რეალურად დაკავებულები იყვნენ იმით, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სურდათ, ხელისუფლება უკანონოდ შეეცვალათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები