პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ტიერი მარიანი - პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა კონსტიტუციური წყობილების დამხობა სცადეს, ქართულმა მართლმსაჯულებამ ისევე იმოქმედა, როგორც ამერიკულმა კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ, მაშინ ევროკავშირს საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს

ევროპარლამენტარ ტიერი მარიანის მტკიცებით, პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა კონსტიტუციური წყობილების დამხობა სცადეს, რაზეც ქართულმა მართლმსაჯულებამ ისევე იმოქმედა, როგორც აშშ-მა კაპიტოლიუმზე შტურმისას.

ტიერი მარიანი - პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა კონსტიტუციური წყობილების დამხობა სცადეს, ქართულმა მართლმსაჯულებამ ისევე იმოქმედა, როგორც ამერიკულმა კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ, მაშინ ევროკავშირს საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს
ინტერპრესნიუსი

2025 წლის ოქტომბერში პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ და ხალხს პრეზიდენტის სასახლის შენობაში შეჭრისკენ მოუწოდეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე განაცხადა.

ტიერი მარიანიმ დასძინა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ისევე იმოქმედა, როგორც აშშ-მ კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ, მაშინ ევროკავშირს საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს

„2025 წლის ოქტომბერში პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი დემოკრატიულად არის არჩეული. ამის შემდეგ მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ და ხალხს პრეზიდენტის სასახლის შენობაში შეჭრისკენ მოუწოდეს. მათ ამბოხისკენ მოწოდებებით კონსტიტუციური წყობილების დამხობა სცადეს, რის შედეგადაც, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ბევრი თანამშრომელი მძიმედ დაშავდა. დამოუკიდებელმა და სუვერენულმა ქართულმა მართლმსაჯულებამ ეს განსაჯა, როგორც ერის ფუნდამენტურ ინტერესებზე თავდასხმა. ისევე როგორც ეს ამერიკულმა მართლმსაჯულებამ კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ გააკეთა, როდესაც ასობით ადამიანი მკაცრად გაასამართლეს. მაშინ ევროკავშირს ამის საწინააღმდეგოდ არაფერი უთქვამს“, - განაცხადა ტიერი მარიანიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მაშინ როცა ის დემოკრატიულად არის არჩეული, შემდეგ მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს და ხალხი საპრეზიდენტო სასახლის შენობაში შესვლისკენ წააქეზეს - სუვერენულმა ქართულმა მართლმსაჯულებამ კი შეაფასა ის, რაც ერის ფუნდამენტური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად მიიჩნია, დაახლოებით ისევე, როგორც კაპიტოლიუმზე შტურმის შემთხვევაში, როდესაც არეულობის ათასობით მონაწილის საქმე განიხილეს
  2. პირველი არხისამთავრობოტიერი მარიანი – ბურჭულაძისა და მისი მეგობრების საქმე დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ განიხილა, მსგავსად მოიქცა ამერიკული მართლმსაჯულებაც კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, მაშინ ევროკავშირს პრეტენზია არ გამოუთქვამს
  3. POSTVსამთავრობოევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: “პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მაშინ როცა ის დემოკრატიულად არის არჩეული, შემდეგ მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს და ხალხი საპრეზიდენტო სასახლის შენობაში შესვლისკენ წააქეზეს – სუვერენულმა ქართულმა მართლმსაჯულებამ კი შეაფასა ის, რაც ერის ფუნდამენტური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად მიიჩნია, დაახლოებით ისევე, როგორც კაპიტოლიუმზე შტურმის შემთხვევაში, როდესაც არეულობის ათასობით მონაწილის საქმე განიხილეს”
  4. რუსთავი 2სამთავრობო2025 წლის 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა არალეგიტიმურად გამოაცხადეს დემოკრატიულად არჩეული საქართველოს მთავრობა - ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვა გაიმართება - დოკუმენტი პაატა ბურჭულაძეს, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს და ადამიანის უფლებებს ეხებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები