ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: “პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მაშინ როცა ის დემოკრატიულად არის არჩეული, შემდეგ მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს და ხალხი საპრეზიდენტო სასახლის შენობაში შესვლისკენ წააქეზეს – სუვერენულმა ქართულმა მართლმსაჯულებამ კი შეაფასა ის, რაც ერის ფუნდამენტური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად მიიჩნია, დაახლოებით ისევე, როგორც კაპიტოლიუმზე შტურმის შემთხვევაში, როდესაც არეულობის ათასობით მონაწილის საქმე განიხილეს”
ევროპარლამენტარ ტიერი მარიანის მტკიცებით, პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა ხალხი საპრეზიდენტო სასახლეში შეჭრისკენ წააქეზეს, რაც კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობა იყო.

“2025 წლის ოქტომბრის მოვლენების შემდეგ პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მაშინ როცა ის დემოკრატიულად არის არჩეული – შემდეგ მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს და ხალხი საპრეზიდენტო სასახლის შენობაში შესვლისკენ წააქეზეს”, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტიერი მარიანიმ.
„ეს ამბოხებისკენ მიმართული მოწოდებები კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობა იყო, რის შედეგადაც საქართველოს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს შორის მრავალი ადამიანი მძიმედ დაშავდა. დამოუკიდებელმა და სუვერენულმა ქართულმა მართლმსაჯულებამ კი შეაფასა ის, რაც ერის ფუნდამენტური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად მიიჩნია – დაახლოებით ისევე, როგორც კაპიტოლიუმზე შტურმის შემთხვევაში, როდესაც არეულობის ათასობით მონაწილის საქმე განიხილეს, მაშინ როცა ევროპას ამაზე არაფერი უთქვამს. ჩვენ გვყავს სანქცირებული ევროპელი ჟურნალისტები, ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიიდან არიან გაძევებულნი და რომელთა ცხოვრებაც დაინგრა სავალდებულო სანქციების შედეგად. მოდით, აქაც დავიწყოთ ევროპული კანონმდებლობის გამოყენება“, – დასძინა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მაშინ როცა ის დემოკრატიულად არის არჩეული, შემდეგ მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს და ხალხი საპრეზიდენტო სასახლის შენობაში შესვლისკენ წააქეზეს - სუვერენულმა ქართულმა მართლმსაჯულებამ კი შეაფასა ის, რაც ერის ფუნდამენტური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად მიიჩნია, დაახლოებით ისევე, როგორც კაპიტოლიუმზე შტურმის შემთხვევაში, როდესაც არეულობის ათასობით მონაწილის საქმე განიხილეს
ტიერი მარიანი - პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა კონსტიტუციური წყობილების დამხობა სცადეს, ქართულმა მართლმსაჯულებამ ისევე იმოქმედა, როგორც ამერიკულმა კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ, მაშინ ევროკავშირს საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს
ტიერი მარიანი – ბურჭულაძისა და მისი მეგობრების საქმე დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ განიხილა, მსგავსად მოიქცა ამერიკული მართლმსაჯულებაც კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, მაშინ ევროკავშირს პრეტენზია არ გამოუთქვამს
2025 წლის 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა არალეგიტიმურად გამოაცხადეს დემოკრატიულად არჩეული საქართველოს მთავრობა - ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…