პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რეგიონებსა და გორში თოვლს ელიან, ხოლო თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში უნალექო ამინდი იქნება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
იმედინიუსი

26 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +12 და ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა ფოთში. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

სოხუმშიც წვიმს, +8 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვს, დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში გათოვდება, დღისით -1 , ღამით -9 გრადუსი იქნება.

ამბროლაურშიც თოვლს ელოდებიან. ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც თოვას ვარაუდობენ, დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში უნალექო დღეა, დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -10 გრადუსი იქნება.

ახალქალაქშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -7 იქნება.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, +7 იქნება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექი არც ბაკურიანშია მოსალოდნელი, დღისით +0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლს ელოდებიან გორში, დღისით +6 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც თოვა იქნება, ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ითოვებს, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსი იქნება.

ომალოში უნალექო დღეა. დღისით -2 ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავშიც მზიანი დღეა. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღეა გურჯაანში, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღე იქნება, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო ამინდია. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექო დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციური26 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
11 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები