პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ევროსაბჭო: ბახმაროში სემინარი ჩატარდა სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რაც მთავრობასთან კონსულტაციებით მომზადდა

ქართული ოცნება

აუდიტის სამსახურმა მონიტორინგი დაიწყო „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე, რასაც წინ უძღოდა პროსახელისუფლებო მედიისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების კრიტიკა ბახმაროში გამართული სემინარის გამო. ევროსაბჭომ განაცხადა, რომ სემინარი მათი სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაფინანსდა და მთავრობასთან მჭიდრო კონსულტაციებით მომზადდა.

ევროსაბჭო: ბახმაროში სემინარი ჩატარდა სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რაც მთავრობასთან კონსულტაციებით მომზადდა
რადიო თავისუფლება

ეს სამოქმედო გეგმა კი, - აცხადებენ ევროსაბჭოში, - საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად მომზადდა.

„მონიტორინგი“

2026 წლის 21 სექტემბერს რადიო თავისუფლებას აუდიტის სამსახურის პრესცენტრში განუცხადეს:

„ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში დაწყებულია მონიტორინგი ა(ა)იპ „კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე“.

ეს ორგანიზაცია 1998 წელს დააფუძნა არმაზ ახვლედიანმა, - რომელიც ხშირად აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას.

მონიტორინგის დაწყებას წინ უძღოდა პროსახელისუფლებო მედიაში კამპანია ამ ორგანიზაციის მიერ ბახმაროში ჩატარებული ტრენინგების შესახებ, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან კრიტიკა და განცხადებები, რომ „სკოლაში“ ახალგაზრდებს „ტვინს ურეცხავენ“ და ამ საკითხის შესწავლაა საჭირო.

ამ განცხადებების შემდეგ, TSPS-ის არაერთმა კურსდამთავრებულმა და საჯარო ფიგურამ გამოხატა მხარდაჭერა.

რას ამბობს ევროსაბჭო

22 სექტემბერს ევროპის საბჭოს მედიის დეპარტამენტისგან მიღებულ წერილობით პასუხში წერია, რომ:

„სემინარი, „არჩევანი დემოკრატიული კულტურის სასარგებლოდ“, რომელიც 2026 წლის 18-19 სექტემბერს ბახმაროში გაიმართა, ევროპის საბჭოს მოხალისეობრივი პროექტის, „სამოქალაქო დიალოგის მხარდაჭერა საქართველოში“, და „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ (TSPS) ერთობლივი აქტივობაა.

პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს „საქართველოს 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, - რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად მომზადდა და, სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავს დიალოგისა და დემოკრატიული მონაწილეობის, - როგორც დემოკრატიის კულტურის საფუძვლების, - განმტკიცებას.

სემინარი უშუალოდ ევროპის საბჭოს მიერ, პროექტის ფარგლებში განხორციელდა და დაფინანსდა, ხოლო სკოლა პარტნიორისა და მასპინძლის ფუნქციას ასრულებდა.

აღნიშნული ღონისძიება არ ითვალისწინებდა გრანტის გადაცემას საქართველოში რეგისტრირებული მიმღებისთვის.

სემინარზე დასწრება შესაძლებელი იყო მოსაწვევებით და მედიისთვის ღია არ ყოფილა. ღონისძიებაზე მოწვევები ფართოდ გავრცელდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებულებს შორის, რომლებიც, პარტიული ხაზების მიუხედავად, მოსაზრებების ფართო სპექტრს წარმოადგენენ. [მოსაწვევების დაგზავნა] მიზნად ისახავდა ღია და კონსტრუქციული დისკუსიის ხელშეწყობას და განსხვავებული მოსაზრებების წარმოდგენას.

ევროპის საბჭოს მიერ არმაზ ახვლედიანისთვის, ისევე როგორც თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სხვა წარმომადგენლებისთვის, სემინართან დაკავშირებით ჰონორარი არ გადაუხდია“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპოლიტიკური სკოლის ტრეინინგი არმაზ ახვლედიანის ხელმძღვანელობით - ხელისუფლების კითხვები ევროსაბჭოს და აუდიტის სამსახურის მიერ დაწყებული მოკვლევა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოკითხავენ ყველას, ვინც საკითხზე ინფორმაციის მატარებელი შეიძლება იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები