ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"კანონის გვერდის ავლით თუა დაფინანსებული, ეს იქნება მათი კიდევ ერთი მხილება" - ირაკლი ჭეიშვილი ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებულ შეკრებაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მონიტორინგი დაიწყო, რომელიც ბახმაროში ევროპის საბჭოს მიერ არის დაფინანსებული და რომელსაც არმაზ ახვლედიანი ატარებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ გრანტი მთავრობის თანხმობის გარეშე არ უნდა გაცემულიყო და კანონის გვერდის ავლით დაფინანსება სამწუხარო ფაქტი იქნება.

"კანონის გვერდის ავლით თუა დაფინანსებული, ეს იქნება მათი კიდევ ერთი მხილება" - ირაკლი ჭეიშვილი ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებულ შეკრებაზე
"კანონის გვერდის ავლით თუა დაფინანსებული, ეს იქნება მათი კიდევ ერთი მხილება" - ირაკლი ჭეიშვილი ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებულ შეკრებაზერუსთავი 2

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ჭეიშვილი, ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებულ შეკრებას ეხმაურება, რომელსაც ბახმაროში არმაზ ახვლედიანი ატარებს.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონიტორინგი დაიწყო. უწყების განმარტებით, მოკვლევის საგანია, სავარაუდოდ, გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტი.

ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ კანონმდებლობას აბსოლუტურად ნებისმიერი პირი უნდა დაემორჩილოს.

"რაიმე უკანონო ხდებოდა თუ არ ხდებოდა, ამაზე არავინ არ საუბრობს. დაფინანსების წყაროებზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომ კანონმდებლობას უნდა დაემორჩილოს აბსოლუტურად ნებისმიერი. დადასტურდება, თუ ეს კანონის გვერდის ავლით მოხდა მსგავსი დაფინანსება. ეს არის შემაშფოთებელი ჩვენი და ევროკავშირის იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ამას ხელს უწყობენ. რა მნიშვნელობა აქვს, ევროსაბჭოა თუ ევროკავშირი, ევროპის მხრიდან არის ხელშეწყობილი. გრანტების შესახებ კანონი გვაქვს მიღებული, სადაც ჩვენი თანხმობა არის საჭირო და მოემართათ. კანონის გვერდის ავლით თუ იქნება დაფინანსებული, სამწუხარო ფაქტია და კიდევ ერთხელ იქნება მხილება მათი ამ პროცესში," - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაიმე უკანონო ხდებოდა თუ არ ხდებოდა, ამაზე არავინ არ საუბრობს. დაფინანსების წყაროებზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომ კანონმდებლობას უნდა დაემორჩილოს აბსოლუტურად ნებისმიერი. დადასტურდება, თუ ეს კანონის გვერდის ავლით მოხდა მსგავსი დაფინანსება. ეს არის შემაშფოთებელი ჩვენი და ევროკავშირის იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ამას ხელს უწყობენ. რა მნიშვნელობა აქვს, ევროსაბჭოა თუ ევროკავშირი, ევროპის მხრიდან არის ხელშეწყობილი. გრანტების შესახებ კანონი გვაქვს მიღებული, სადაც ჩვენი თანხმობა არის საჭირო და მოემართათ. კანონის გვერდის ავლით თუ იქნება დაფინანსებული, სამწუხარო ფაქტია და კიდევ ერთხელ იქნება მხილება მათი ამ პროცესში,“
ირაკლი ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.