ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყა „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტის მონიტორინგი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტის შესწავლა დაიწყო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტის შესწავლა დაიწყოპირველი არხი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში დაწყებულია მონიტორინგი ა(ა)იპ „კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე.

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ.

მათივე განცხადებით, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ ხელმძღვანელის, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს დაფინანსებით, გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი, რომელსაც პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თუ ევროსაბჭო არ სცემს პატივს მისივე წევრი ქვეყნის კანონმდებლობას, ეს ჩვეულებრივი სკანდალია - არჩილ გორდულაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები