პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ჯარედ კუშნერი: ამ კონფლიქტის განმავლობაში ევროპამ რუსეთისგან 250 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების წიაღისეული საწვავი შეიძინა - ევროპამ ამ ომის განმავლობაში რუსეთს რეალურად იმაზე მეტი ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას მისცა

ჯარედ კუშნერის განცხადებით, ომის განმავლობაში ევროპამ რუსეთისგან 250 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საწვავი შეიძინა და მოსკოვს უფრო მეტი ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას მისცა.

ჯარედ კუშნერი: ამ კონფლიქტის განმავლობაში ევროპამ რუსეთისგან 250 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების წიაღისეული საწვავი შეიძინა - ევროპამ ამ ომის განმავლობაში რუსეთს რეალურად იმაზე მეტი ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას მისცა
იმედინიუსი

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა, ოთხშაბათს უკრაინის კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის საფრთხეზე ისაუბრა და მას უწოდა „პროქსი ომი, სადაც ევროპა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ აფინანსებს და აიარაღებს“.

პოდკასტ MD Meets-თან ინტერვიუში კუშნერმა აღიარა, რომ მთავარ დაბრკოლებად კვლავ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების საკითხი რჩება, რომლებზეც პრეტენზიას მოსკოვი აცხადებს.

„პრეზიდენტ პუტინთან და რუსეთის გუნდთან გატარებული მრავალი საათის შედეგად, მე და სტივმა გავარკვიეთ, რომ ტერიტორიული საკითხი ამჟამად ერთგვარ ჩიხშია შესული“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, კუშნერმა ევროპელები ფარისევლობაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად, ისინი კვლავ უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ რუსულ ენერგორესურსებზე.

„ვგულისხმობ იმას, რომ ამ კონფლიქტის განმავლობაში ევროპამ რუსეთისგან 250 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების წიაღისეული საწვავი შეიძინა“, - აღნიშნა კუშნერმა და დასძინა: „ასე რომ, თუ ჩემს ხელთ არსებული მონაცემები სწორია, ვფიქრობ, ევროპამ ამ ომის განმავლობაში რუსეთს რეალურად იმაზე მეტი ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას მისცა“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოჯარედ კუშნერი: უკრაინაში მიმდინარე ომი ფაქტობრივად „პროქსი ომად“ იქცა, სადაც ევროპა კიევს რუსეთის წინააღმდეგ აფინანსებს და აიარაღებს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯარედ კუშნერის განცხადებით, აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე, სტივ უიტკოფთან ერთად, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრას გამართავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები