პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯარედ კუშნერის განცხადებით, აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე, სტივ უიტკოფთან ერთად, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრას გამართავს

ნატო

ჯარედ კუშნერის განცხადებით, აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინასთან სამმხრივ მოლაპარაკებებამდე, სტივ უიტკოფთან ერთად, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავს.

ჯარედ კუშნერის განცხადებით, აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე, სტივ უიტკოფთან ერთად, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრას გამართავს
ინტერპრესნიუსი

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელის, ჯარედ კუშნერის განცხადებით, აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე, სტივ უიტკოფთან ერთად, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრას გამართავს.

„პრეზიდენტ ტრამპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ საშინელი ომის დასრულება, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი, ნგრევა და ტანჯვა გამოიწვია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაწყვეტის მოსაძებნად, რომელიც ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს და შექმნის პირობებს სუვერენული, დაცული და აყვავებული უკრაინისთვის, უფრო სტაბილური ევროპული უსაფრთხოების გარემოს ფარგლებში“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერი სოციალურ ქსელში.

კუშნერის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან ერთად, უკრაინასა და რუსეთთან ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე, უკრაინის, ევროკავშირის, ნატო-ს, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

„შევხვდებით ჩვენს პარტნიორებს, რათა გავაგრძელოთ მჭიდრო კონსულტაცია და კოორდინაცია ევროპული უსაფრთხოებისა და უკრაინის ომის შემდგომი მომავლის საკითხებზე, რომელსაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაწარმოებთ“, - აცხადებს კუშნერი.

მისი თქმით, აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებების მიზანია „უკრაინისა და რუსეთის ერთ მაგიდასთან დასმა, რათა მათ პირდაპირ განიხილონ ომის შემდგომი უსაფრთხოების საკითხები, წინადადებები და პოტენციური გადაწყვეტის გზები“.

კუშნერი იმედს გამოთქვამს, რომ ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს მხარეებს შორის საერთო ინტერესთა სფეროების გამოვლენასა და მოლაპარაკებების შემდგომი ეტაპებისთვის დინამიკის შექმნას.

ასევე, კუშნერი აცხადებს, რომ საბოლოო შეთანხმების მისაღწევად რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის პირდაპირი ჩართულობაა საჭირო.

„საბოლოო ჯამში, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი შეთანხმების მიღწევა ასევე მოითხოვს რუსეთსა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შორის პირდაპირ ჩართულობას უსაფრთხოების ფართო საკითხებზე, რომლებიც მათ ეხებათ. ვიმედოვნებთ, რომ აბუ-დაბიში მოლაპარაკებები შექმნის პირობებს, რათა უახლოეს მომავალში მსგავსი ჩართულობა დაიწყოს“, - წერს ჯარედ კუშნერი.

კუშნერი აღნიშნავს, რომ მუშაობის ფარგლებში აქცენტი ოთხ ურთიერთდაკავშირებულ პრიორიტეტზე კეთდება.

„ჩვენი მუშაობა ოთხ ურთიერთდაკავშირებულ პრიორიტეტზეა ფოკუსირებული: საბრძოლო მოქმედებების დასრულება, ომის შემდგომი უსაფრთხოების სანდო გარანტიებისა და ზომების შემუშავება, რომლებიც კონფლიქტის განახლების რისკს შეამცირებს, ასევე, უკრაინისთვის ეკონომიკური და კეთილდღეობის ყოვლისმომცველი გეგმის მომზადება, ჰუმანიტარული ღონისძიებების ხელშეწყობა, რათა ტანჯვის შემსუბუქება და ამ ომის მძიმე ჰუმანიტარული შედეგების აღმოფხვრა მოხდეს“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი.

მისი თქმით, „არსებული ევროპული უსაფრთხოების შეთანხმებები და ინსტიტუტები აღნიშნული სამუშაოსთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს“.

„გვურს, საფუძვლად გამოვიყენოთ ის, რამაც აქამდე იმუშავა და გამოვავლინოთ ის, სადაც არსებული მექანიზმები საკმარისი არ აღმოჩნდა და პრაქტიკული გაუმჯობესებაა საჭირო. ჩვენი მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება საიმედო კრიზისულ კომუნიკაციებზე, მეტ სამხედრო გამჭვირვალობასა და ესკალაციის რისკების შესამცირებლად ორმხრივი ზომების მიღებაზე, ამავდროულად, თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების სრული პატივისცემით. ეს ძალიან რთული და კომპლექსური კონფლიქტია. გვესმის, რომ წინ რთული გადაწყვეტილებების მიღება გველის და ამ მოლაპარაკებებს მტკიცე გადაწყვეტითა და რეალისტურად ვუდგებით. ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ, წინსვლის პრაქტიკულ გზას დავადგენთ და ხანგრძლივი მშვიდობისთვის საჭირო პირობების შექმნას ხელს შევუწყობთ“, - აცხადებს კუშნერი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პრეზიდენტ ტრამპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ საშინელი ომის დასრულება, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი, ნგრევა და ტანჯვა გამოიწვია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაწყვეტის მოსაძებნად, რომელიც ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს და შექმნის პირობებს სუვერენული, დაცული და აყვავებული უკრაინისთვის, უფრო სტაბილური ევროპული უსაფრთხოების გარემოს ფარგლებში“
„შევხვდებით ჩვენს პარტნიორებს, რათა გავაგრძელოთ მჭიდრო კონსულტაცია და კოორდინაცია ევროპული უსაფრთხოებისა და უკრაინის ომის შემდგომი მომავლის საკითხებზე, რომელსაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაწარმოებთ“
„უკრაინისა და რუსეთის ერთ მაგიდასთან დასმა, რათა მათ პირდაპირ განიხილონ ომის შემდგომი უსაფრთხოების საკითხები, წინადადებები და პოტენციური გადაწყვეტის გზები“
„საბოლოო ჯამში, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი შეთანხმების მიღწევა ასევე მოითხოვს რუსეთსა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შორის პირდაპირ ჩართულობას უსაფრთხოების ფართო საკითხებზე, რომლებიც მათ ეხებათ. ვიმედოვნებთ, რომ აბუ-დაბიში მოლაპარაკებები შექმნის პირობებს, რათა უახლოეს მომავალში მსგავსი ჩართულობა დაიწყოს“
„ჩვენი მუშაობა ოთხ ურთიერთდაკავშირებულ პრიორიტეტზეა ფოკუსირებული: საბრძოლო მოქმედებების დასრულება, ომის შემდგომი უსაფრთხოების სანდო გარანტიებისა და ზომების შემუშავება, რომლებიც კონფლიქტის განახლების რისკს შეამცირებს, ასევე, უკრაინისთვის ეკონომიკური და კეთილდღეობის ყოვლისმომცველი გეგმის მომზადება, ჰუმანიტარული ღონისძიებების ხელშეწყობა, რათა ტანჯვის შემსუბუქება და ამ ომის მძიმე ჰუმანიტარული შედეგების აღმოფხვრა მოხდეს“
„არსებული ევროპული უსაფრთხოების შეთანხმებები და ინსტიტუტები აღნიშნული სამუშაოსთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს“
„გვურს, საფუძვლად გამოვიყენოთ ის, რამაც აქამდე იმუშავა და გამოვავლინოთ ის, სადაც არსებული მექანიზმები საკმარისი არ აღმოჩნდა და პრაქტიკული გაუმჯობესებაა საჭირო. ჩვენი მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება საიმედო კრიზისულ კომუნიკაციებზე, მეტ სამხედრო გამჭვირვალობასა და ესკალაციის რისკების შესამცირებლად ორმხრივი ზომების მიღებაზე, ამავდროულად, თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების სრული პატივისცემით. ეს ძალიან რთული და კომპლექსური კონფლიქტია. გვესმის, რომ წინ რთული გადაწყვეტილებების მიღება გველის და ამ მოლაპარაკებებს მტკიცე გადაწყვეტითა და რეალისტურად ვუდგებით. ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ, წინსვლის პრაქტიკულ გზას დავადგენთ და ხანგრძლივი მშვიდობისთვის საჭირო პირობების შექმნას ხელს შევუწყობთ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები