პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი: როდესაც დაკავშირებადობის შესახებ იმართება შეხვედრა, საქართველო უნდა იყოს მიწვეული პირველ რიგში. ჩვენ ვართ თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე ხელისუფლება და ისეთ შეხვედრაზე მონაწილეობას არ მივიღებთ, სადაც მხოლოდ საქართველო უნდა იყოს უფრო დაბალი რანგით წარმოდგენილი, ვიდრე სხვა ქვეყნები

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ხელისუფლება არ მიიღებს მონაწილეობას ისეთ შეხვედრაში, სადაც საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი რანგით იქნება წარმოდგენილი. მისი თქმით, ბრიუსელმა უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს „პროქსი ქვეყნად“ ვერ გამოიყენებს.

ლევან მაჭავარიანი: როდესაც დაკავშირებადობის შესახებ იმართება შეხვედრა, საქართველო უნდა იყოს მიწვეული პირველ რიგში. ჩვენ ვართ თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე ხელისუფლება და ისეთ შეხვედრაზე მონაწილეობას არ მივიღებთ, სადაც მხოლოდ საქართველო უნდა იყოს უფრო დაბალი რანგით წარმოდგენილი, ვიდრე სხვა ქვეყნები
იმედინიუსი

ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს როგორი მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მეზობლებთან, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა შუა აზიის ქვეყნებთან, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავატაროთ და დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ბრიუსელი უნდა გამოვიდეს იმ რეჟიმიდან, რომელშიც დღეს იმყოფება.

„როდესაც დაკავშირებადობის შესახებ იმართება შეხვედრა, საქართველო უნდა იყოს მიწვეული პირველ რიგში და იქაც მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი ჟესტია. ჩვენ ვართ თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე ხელისუფლება და ისეთ შეხვედრაზე მონაწილეობას არ მივიღებთ, სადაც მხოლოდ საქართველო უნდა იყოს უფრო დაბალი რანგით წარმოდგენილი, ვიდრე სხვა ქვეყნები. ესეც დემონსტრაციულად კეთდება მათი მხრიდან.

გაფართოებასთან დაკავშირებულ სამიტზე ისევ ქალბატონი ნინო ლომჯარია ჰყავთ საქართველოს სახელით. ჩვენი საზოგადოება იმაში დარწმუნდა, რომ პრობლემა საქართველოში და ჩვენს ხელისუფლებაში არ არის, პრობლემა არის თავად ბრიუსელში. მათ უნდა გადახარშონ ის, რომ ჩვენ ვერ გამოგვიყენებენ პროქსი ქვეყნად, სამწუხაროდ როგორც გამოიყენეს უკრაინა, თავიანთ აგენტურას ვერ დააბრუნებენ ხელისუფლებაში და საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს მივიღებთ საქართველოშივე. მათ უნდა გადახედონ თავიანთ მიდგომებს.

ნებისმიერ დროს მზად ვართ, რომ გადავფურცლოთ ამდენი უსამართლობა, რაც ჩვენ ამ 4-5 წლის განმავლობაში ვიხილეთ ბრიუსელის მხრიდან. პოლიტიკაში ემოციების ადგილი არაა, ამის გამო პასუხს არავის მოვთხოვთ, თუმცა ჩვენ გვსურს, რომ როდესაც დავსხდებით სასაუბროდ ეს იყოს საგნობრივი დისკუსია და არ იყოს თითის ქნევით საუბარი, ვინაიდან ჩვენ ამას არ მივიღებთ. ჩვენ ვითხოვთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას და პარტნიორობას“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც დაკავშირებადობის შესახებ იმართება შეხვედრა, საქართველო უნდა იყოს მიწვეული პირველ რიგში და იქაც მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი ჟესტია. ჩვენ ვართ თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე ხელისუფლება და ისეთ შეხვედრაზე მონაწილეობას არ მივიღებთ, სადაც მხოლოდ საქართველო უნდა იყოს უფრო დაბალი რანგით წარმოდგენილი, ვიდრე სხვა ქვეყნები. ესეც დემონსტრაციულად კეთდება მათი მხრიდან. გაფართოებასთან დაკავშირებულ სამიტზე ისევ ქალბატონი ნინო ლომჯარია ჰყავთ საქართველოს სახელით. ჩვენი საზოგადოება იმაში დარწმუნდა, რომ პრობლემა საქართველოში და ჩვენს ხელისუფლებაში არ არის, პრობლემა არის თავად ბრიუსელში. მათ უნდა გადახარშონ ის, რომ ჩვენ ვერ გამოგვიყენებენ პროქსი ქვეყნად, სამწუხაროდ როგორც გამოიყენეს უკრაინა, თავიანთ აგენტურას ვერ დააბრუნებენ ხელისუფლებაში და საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს მივიღებთ საქართველოშივე. მათ უნდა გადახედონ თავიანთ მიდგომებს. ნებისმიერ დროს მზად ვართ, რომ გადავფურცლოთ ამდენი უსამართლობა, რაც ჩვენ ამ 4-5 წლის განმავლობაში ვიხილეთ ბრიუსელის მხრიდან. პოლიტიკაში ემოციების ადგილი არაა, ამის გამო პასუხს არავის მოვთხოვთ, თუმცა ჩვენ გვსურს, რომ როდესაც დავსხდებით სასაუბროდ ეს იყოს საგნობრივი დისკუსია და არ იყოს თითის ქნევით საუბარი, ვინაიდან ჩვენ ამას არ მივიღებთ. ჩვენ ვითხოვთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას და პარტნიორობას“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზვიად შალამბერიძე ჩეხეთში ვიზიტზე: ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეს არის ჩვეულებრივ ბრიუსელის პოლიტიკა, როდესაც ქვეყანა არის პატარა ან ამ შემთხვევაში, არ არის ევროკავშირის წევრი, ბრიუსელს სჩვევია, რომ ასეთი ტონით ესაუბროს ასეთ ქვეყნებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები