ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან საუბარს დაიწყებენ
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბრიუსელს მოუწევს იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება“ აგენტურით ვერ ჩაანაცვლა და ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყება გარდაუვალი გახდება.

ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე [ბრიუსელში] მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება“ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live" ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა დუბლინში მიმდინარე სამიტზე საუბრისას.
მისივე თქმით, EPC ძალიან მნიშვნელოვანია სამიტია, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს შესაძლებლობა ცალკეულ ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართოს.
„აბსოლუტურად უალტერნატივოა „შუა დერეფანი“ და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, საქართველო საკვანძო როლს თამაშობს. ჩვენ ხშირად გვიხსენებია ისიც, რომ ბრიუსელი დღეს გაბუტვის რეჟიმშია, ვინაიდან უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე, თუმცა ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება„ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს, ვერც რევოლუციებით, ვერც არჩევნების გზით და შესაბამისად გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს. თუმცა, სანამ ბრიუსელი ასეთი გაჯიუტების რეჟიმშია, ცალკეული ქვეყნები უფრო კარგად აცნობიერებენ ამ საჭიროებას. ბოლო 1 თვის განმავლობაში იხილეთ მაღალი რანგის შეხვედრები ბელგიაში, იტალიაში, ლუქსემბურგში, ჩეხეთში, ცალკეულ ქვეყნებთან მიმდინარეობს დიალოგი საერთო ინტერესებზე. ყველა უსვამს ხაზს საქართველოს მნიშვნელობას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…