პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

USAID-ის გასაჯაროებული ფაილები - 2022 წლის სექტემბერში თბილისში Meta-ს საჯარო პოლიტიკის რეგიონული მენეჯერის, კატერინა კრუკის ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც მიხეილ ბენიძე იყო

USAID-ის გასაჯაროებული მიმოწერის თანახმად, 2022 წლის სექტემბერში Meta-ს მენეჯერ კატერინა კრუკის, USAID-ისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთა დახურული შეხვედრა მიხეილ ბენიძის ორგანიზებით დაიგეგმა.

USAID-ის გასაჯაროებული ფაილები - 2022 წლის სექტემბერში თბილისში Meta-ს საჯარო პოლიტიკის რეგიონული მენეჯერის, კატერინა კრუკის ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც მიხეილ ბენიძე იყო
იმედინიუსი

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გასაჯაროებული ელექტრონული მიმოწერიდან ირკვევა, რომ 2022 წლის სექტემბერში თბილისში Meta-ს საჯარო პოლიტიკის რეგიონული მენეჯერის, კატერინა კრუკის ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც მიხეილ ბენიძე იყო.

2022 წლის 20 და 22 სექტემბრით დათარიღებული მიმოწერა ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Zinc Network-ის წარმომადგენელს, მიხეილ ბენიძესა და საქართველოში USAID-ის ციფრული განვითარებისა და კიბერუსაფრთხოების უფროს მრჩეველს, მიკაელ ბეიკერს შორის შედგა.

ადრესატების სიაში ასევე მითითებულნი არიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და USAID-ის სხვა თანამშრომლები, მათ შორის ქეთევან ბაქრაძე, ლია კაპლანი და ლიზა კოვაკი.

მიხეილ ბენიძე წერილში აღნიშნავს, რომ Meta-ს რეგიონულ მენეჯერს, კატერინა კრუკს საქართველოში ვიზიტისას დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების ორგანიზებაში ეხმარებიან და მას სურს, შეხვდეს აშშ-ის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებს.

„საარჩევნო გარემოს ხელშეუხებლობა, ინფორმაციული მთლიანობა, დეზინფორმაცია და ჰიბრიდული საფრთხეები ის ძირითადი თემებია, რომლებზეც კატერინა მუშაობს და ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს“, - წერს ბენიძე.

დოკუმენტის თანახმად, შეხვედრა პარასკევს, 2022 წლის 23 სექტემბერს, 15:30 საათზე, ბენიძის ორგანიზაციის ოფისში დაიგეგმა, რაზეც USAID-ის წარმომადგენელმა მიკაელ ბეიკერმა დასწრების თანხმობა განაცხადა.

აღნიშნული მიმოწერა USAID-ის იმ შიდა დოკუმენტების ნაწილია, რომელთა გასაჯაროებამაც ბოლო დღეებში აშშ-ის სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, კონტრაქტორი ორგანიზაციებისა და ტექნოლოგიური გიგანტების ურთიერთკავშირების შესახებ დისკუსია გაააქტიურა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
უშაკოვი: ევროპელების მოსკოვში დაპატიჟება ძალაშია... უარი არ მიგვიღიაწაიკითხე

უახლესი ამბები