კარგი მეორე ტაიმი, ადუაშვილის ლამაზი გოლი და თბილისის "დინამოს" ფრე "ფიორენტინასთან"
უეფას ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინასთან“ ფრე 1:1 ითამაშა. ქართული გუნდის მხრიდან გოლი 82-ე წუთზე ადუაშვილმა გაიტანა.

უეფას ახალგაზრდული ლიგის (19-წლამდელები) მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ დაუზავდა - 1:1.
სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, მეკარე ჭელიძემ სამჯერ გადაარჩინა ჩვენი გუნდი, პიროს დარტმული ძელს მოხვდა. ტემპი მაღალი არ იყო, უპირატესობას მეტოქე ფლობდა, მასპინძლები კონტრშეტევებით პასუხობდნენ. პირველი ტაიმის დასასრულს კი ფლორენციელები ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ტურონემ დააწინაურა.
შესვენების შემდეგ „დინამო“ იერიშებზე გადავიდა, თორნიკე კვარაცხელიას დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა, ალექსიძის დარტყმული ოდნავ ასცდა მიზანს, ადუაშვილის მაკრატელა გოლით არ დაგვირგვინდა (თან წესების დარღვევა დაფიქსირდა), ხოლო 82-ე წუთზე ადუაშვილმა შორიდან დალაშქრა ფეის კარი და მატჩი ფრედ დასრულდა.
საპასუხო დაპირისპირება 9 დეკემბერს ბანო ა რიპოლიში გაიმართება.
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - ფიორენტინა 1:1
გოლები: 0:1 ტურონე (45), 1:1 ადუაშვილი (82)
დინამო: ჭელიძე, დიაკონიძე (გოგუა 82), კობზონაძე, ლომიძე, შარიქაძე, ძნელაძე (თოდრია 72), ციკოლია, ადუაშვილი (გიორგაძე 82), ალექსიძე (ქურდოვანიძე 72), მიქაუტაძე (კაკაშვილი 46), კვარაცხელია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…