კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
თბილისის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდმა უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "კოპენჰაგენი" პენალტების სერიაში დაამარცხა. კაცნაკლულმა ქართულმა გუნდმა მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა, სადაც "ფიორენტინას" დაუპირისპირდება.

უეფას ახალგაზრდული ლიგის (19-წლამდელები) მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენის" ბარიერი გადალახა.
სახლში 3:0 გამარჯვების შემდეგ, ჩვენი გუნდი სტუმრად არადამაჯერებლად გაისარჯა, პირველი ტაიმი 0:2 წააგო, თან ნიჟარაძის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, ორი მატჩის ჯამში 3:3 დაფიქსირდა, პენალტების სერიაში კი "დინამომ" გამარჯვება მოიპოვა.
მომდევნო რაუნდში თბილისის "დინამო" "ფიორენტინას" დაუპირისპირდება.
კოპენჰაგენი. „ვალბი იდრეტსპარკი“
კოპენჰაგენი - დინამო (თბ) 4:5 (ძირ. დრო 3:0)
გოლები: 1:0 ოდეფალკი (3), 2:0 ოდეფალკი (38), მეხიჩიჩი (71)
გაძევება: ნიჟარაძე (44)
დინამო (თბ): ჭელიძე, კობზონაძე, ნიჟარაძე, ლომიძე, შარიქაძე, ძნელაძე, მიქაუტაძე (გოგუა 90+1), ციკოლია, ალექსიძე (ქურდოვანიძე 57), ადუაშვილი (კაკაშვილი 46), კვარაცხელია (დიაკონიძე 46)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…