VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
თბილისის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოს შორის გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ქუთაისელთა მხრიდან გოლი სკორუპიმ გაიტანა, ხოლო თბილისელთა ანგარიში დოლტმურზიევმა გაათანაბრა.
თბილისის "დინამოს" ჰაერივით სჭირდებოდა ამ თამაშის მოგება, რადგან დარჩენილ შეხვედრებში კონკურენტებზე უკეთესი კალენდარი აქვს.
თემურ ქეცბაიას გუნდი ფრეს დასჯერდა და საჩემპიონო შანსები გაიუარესა, არადა, "დინამოს" შეეძლო მოგება დიდი შემართებით მებრძოლ "ტორპედოსთან".
ქუთაისელები მე-8 წუთიდან იგებდნენ სკორუპის მიერ დაახლოებით 35 მეტრიდან გატანილი გოლით. დოლტმურზიევის შეყვანამ მასპინძლებს თამაშის შემოტრიალების შანსი მისცა.
ახალგაზრდა ფორვარდმა ჯერ თავად გაიტანა, მერე მოიპოვა პენალტი, რომელიც ბრწყინვალედ მოთამაშე გოშაძემ ნინუას აუღო.
მოკლედ, ორივე გუნდისთვის არაფრისმომტანი ფრე მეტად საინტერესო და დინამიურ მატჩში.
"ტორპედოს" ასე რომ ეთამაშა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, დღეს ისიც ოქროს მაძიებელთა შორის იქნებოდა.
მომდევნო ტურში (24 ნოემბერი) თბილისის "დინამო" "გაგრას" ესტუმრება, ხოლო "ტორპედო" ასევე გასვლაზე "სამგურალს" შეხვდება.
დინამო (თბ)-ტორპედო 1:1
0:1 სკორუპი (8, დეისაძის პასით), 1:1 დოლტმურზიევი (76, ნინუას პასით)
დინამო: ფლორესი, ფსალტისი (სანტუსი 68), კურდიჩი, უგრეხელიძე, პურზიტიდისი, ნინუა (კვარაცხელია 84), ოსეი, უელტონ კარვალიო (გბომადუ 84), ტეიშეირა (ხარაიშვილი 55), ბა, ვაწაძე (დოლტმურზიევი 68)
ტორპედო: გოშაძე, სკორუპი (ჩიტაიშვილი 86), ბუკია, შიმიჩი, ნადარაია (სტამატოვი 76), შულაია (კუპრავა 70), მამუჩაშვილი (კოხრეიძე 86), ითრაქი, პირესი, ანდრიჩი, დეისაძე
არბიტრი: კობა რევაზაშვილი
მე-80 წუთზე ნიკა ნინუამ ვერ გამოიყენა პენალტი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…