ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა

უეფას ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „კოპენჰაგენი“ 3:0 დაამარცხა. თორნიკე კვარაცხელიამ მატჩში ორი გოლი გაიტანა, ერთი გოლი კი მიქაუტაძემ მიითვალა.

ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხასპორტალი

უეფას ახალგაზრდული ლიგის (19-წლამდელები) მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „კოპენჰაგენი“ დაჯაბნა და 3:0 მოუგო.

მასპინძლები დებიუტში დაწინაურდნენ - მიქაუტაძის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ყველას თორნიკე კვარაცხელიამ დაასწრო, რომელმაც გოლი ძმის, ხვიჩას სტილში აღნიშნა. შემდეგ „დინამომ“ მეტოქის შეტევები მოიგერია, კვარაცხელიამ მიქაუტაძე მეკარე ფრიტცთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ციკოლიას დარტყმული ოდნავ ასცდა მიზანს და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო, უკვე უპირატესობასაც ფლობდა, თავს უნარიანად იცავდა, პრესინგსაც მშვენივრად იყენებდა, მოწინააღმდეგეს ძალისმიერ ორთაბრძოლებშიც არაფერს უთმობდა და სწრაფი კონტრიერიშებისას უკეთესი ტექნიკით სჯაბნიდა დანიელებს. ეს მალე შედეგშიც აისახა, როდესაც თორნიკემ ფრიტცს შორიდან ულამაზესი გოლი გაუტანა. მერე კვარაცხელიას ჰეთ-თრიკის შესრულება მეკარემ არ დაანება. გიორგაძის და ქურდოვანიძის ლამაზი კომბინაცია გოლით არ დაგვირგვინდა. ორი შანსი „კოპენჰაგენსაც“ ჰქონდა, თუმცა რიჰის ახლოდან დარტყმულები მეკარე ჭელიძემ მოიგერია და "დინამომ" სოლიდური ანგარიშით გაიმარჯვა.

საპასუხო დაპირისპირება 4 ნოემბერს დანიის დედაქალაქში გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო რაუნდში დიდი ალბათობით „ფიორენტინას“ შეხვდება.

შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა პირველ ეტაპზე მინსკის „დინამოს“ სძლია.

თბილისი. „დინამო არენა“

დინამო (თბ) - კოპენჰაგენი 3:0

გოლები: 1:0 კვარაცხელია (5), 2:0 მიქაუტაძე (27), 3:0 კვარაცხელია (51)

დინამო: ჭელიძე, შარიქაძე, ლომიძე, ნაზღაიძე, კობზონაძე, ადუაშვილი (გიორგაძე 69), ძნელაძე (კაკაშვილი 46), ციკოლია, კვარაცხელია (დიაკონიძე 69), ალექსიძე (ქურდოვანიძე 64), მიქაუტაძე (გოგუა 78)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
თევზის ზეთის შეწოვა: როგორ მოქმედებს დანამატის ფორმა და საკვების ცხიმიანობა მის ეფექტურობაზე?წაიკითხე

უახლესი ამბები