პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„ცუდი სუნი ასდის იმას, რაც დღეს რუსეთთან მიმართებით მზადდება, არ მესმის, რატომ ვგზავნით სამხედროებს უკრაინაში მაშინ, როცა ეს ჩვენი ომი არ არის“ - ტედი რინერი საფრანგეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის და უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს

ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ხელისუფლებას უკრაინაში ჯარების ფარულ გაგზავნაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ეს საფრანგეთის ომი არ არის.

„ცუდი სუნი ასდის იმას, რაც დღეს რუსეთთან მიმართებით მზადდება, არ მესმის, რატომ ვგზავნით სამხედროებს უკრაინაში მაშინ, როცა ეს ჩვენი ომი არ არის“ - ტედი რინერი საფრანგეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის და უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს
იმედინიუსი

ფრანგი ძიუდოისტი, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის და უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს.

ოთხშაბათს, საფრანგეთის მერების სალონის ფარგლებში გამოსვლისას, სპორტსმენმა, რომელიც ელისეის სასახლის მიმართ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს აღარ მალავს, განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უნდა გადმოიწიოს.

„ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნები უფრო ადრე უნდა ჩატარდეს“, - აღნიშნა რინერმა.

კითხვაზე, თუ რამ განაპირობა მისი ეს პოზიცია, ძიუდოისტმა მოსკოვთან არსებულ დაძაბულობაზე ისაუბრა და ხელისუფლება უკრაინაში ჯარების ფარულად გაგზავნაში დაადანაშაულა.

„ცუდი სუნი ასდის იმას, რაც დღეს რუსეთთან მიმართებით მზადდება. უკრაინაში ჯარებს ისე ვაგზავნით, რომ საქმის კურსშიც არ ვართ. ეს ცუდად მენიშნება. არ მესმის, რატომ ვგზავნით ჯარებს უკრაინაში მაშინ, როცა ეს ჩვენი ომი არ არის“, - განაცხადა რინერმა.

სპორტსმენმა ასევე დასძინა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულებას შეეცდება.

„ხვალ რომ რესპუბლიკის პრეზიდენტი გავხდე, მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელიც აერთიანებს, იღიმის და ხელს ართმევს, რათა ამ ომს ბოლო მოეღოს“, - დასძინა მან.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
37 წლის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი საფრაგნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები