"ამ დასკვნის მერე რომ დაინგრეს კორპუსი, პასუხს ვინ აგებს?" - გამგეობის წარმომადგენლების გამოჩენას ფონიჭალაში ხმაური მოჰყვა
ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქების შედეგად ორი სადარბაზო ჩამოინგრა, გამგეობის წარმომადგენლების გამოჩენას ხმაური მოჰყვა: მოსახლეობა კორპუსის უსაფრთხოების დასკვნას არ ენდობა და ბინებით ჩანაცვლებას ითხოვს.

მერიის წარმომადგენლების გამოჩენას ქვემო ფონიჭალაში ხმაური მოჰყვა - მას შემდეგ რაც ადგილობრივებმა გამგეობა უყურადღებობაში დადანაშაულებე, გამგებელი მის მოადგილესთან ერთად იმ ადგილას მივიდა, სადაც აფეთქების შემდეგად ორი სადარბაზო ჩამოინგრა.
გამგებელმა მოსახლეობას მიუტანა დასკვნა და ხალხს უმტკიცებდა, რომ დანარჩენი 4 სადარბაზო საცხოვრებლად უსაფრთხოა.
დასკვნის სანდოობაში ხალხს ეჭვი ეპარება, რადგან ადგილობრივების თქმით, მათ სახლებში არავინ შესულა და არავის შეუმოწმებია.
ხალხი მათი საცხოვრისის ახალი ბინებით ჩანაცვლებას ითხოვს.
აი ამ დასკვნის მერე რომ დაინგრეს კორპუსი, პასუხის ვინ აგებს? ესე რომ ჩამონგრეულიყო, შეუშვებდით-თქვენს ცოლ-შვილს. პადვალი არის წყლით სავსე და არავინ შესულა, წამობრძანდით" - უთხრეს ადგილობრუივებმა გამგებელს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…