პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ღარიბაშვილი მზადაა ჩვენება მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცეს და წარადგინოს მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება - ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილმა უფლებების დარღვევაზე გამოძიების არდაწყება გენპროკურატურაში გაასაჩივრა. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, ის მზადაა მაგისტრ მოსამართლეს ჩვენება მისცეს და მტკიცებულებები წარადგინოს.

ღარიბაშვილი მზადაა ჩვენება მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცეს და წარადგინოს მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება - ადვოკატი
TV პირველი

ირაკლი ღარიბაშვილმა უფლებების შესაძლო დარღვევის საკითხზე პროკურტურის მიერ გამოძიების არდაწყება გენერალურ პროკურატურაში გაასაჩივრა . ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა "პირელებთან" განაცხადა.

ექს-პრემიერი ითხოვს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის გამომძიებლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებას.

ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის ჩვენება მისცეს მაგისტრანტ მოსამართლეს და წარადგინოს მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება განცხადებაში მითითებული ფაქტების დასადასტურებლად' - ეუბნება უფლებადამცველი "პირველებს"

ბატონმა ირაკლიმ მიმართა გენერალურ პროკურორს, კვლავ, როგორც ზემდგომ პროკურორს ამ შემთხვევაში, საჩივრით უკვე, და ითხოვს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის გამომძიებლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებას.

პროკურატურას არ სურს გამოძიების დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სრული საფუძველი გამოძიების დაწყებისა. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის დეტალური ჩვენება მისცეს გამოძიებას, თუ გამოძიება ცხადია იმოქმედებს საპროცესო ნორმებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით — კერძოდ, ის მზად არის ჩვენება მისცეს მაგისტრანტ მოსამართლეს და წარადგინოს მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება განცხადებაში მითითებული ფაქტების დასადასტურებლად".- ამბობს სოსო ბარათაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურა ღარიბაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები