პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროკურატურა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, პროკურატურის წარმომადგენლებმა თბილისის სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს და ძალადობის ფორმებსა და პრევენციაზე ისაუბრეს.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
იმედინიუსი

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა თბილისის 51-ე, 208-ე, მე-2 საჯარო სკოლებსა და კერძო სკოლა „ალბიონში“ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად ისაუბრეს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე და მის ფორმებზე, ასევე მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სამართლებრივ მექანიზმებზე. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებზე, ძალადობის ადრეულ ეტაპზე ამოცნობაზე, პრევენციასა და სამართალდამცავი ორგანოებისათვის დროული შეტყობინების მნიშვნელობაზე.

შეხვედრებზე მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს რაზეც პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მოისმინეს.

16-დღიანი გლობალური კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. მისი მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის პრევენცია და ძალადობის აღმოფხვრის პროცესში სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება.

საქართველოს პროკურატურა ყოველწლიურად უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას. მიმდინარე წელსაც, კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ცნობიერების ამაღლებისა და ძალადობის პრევენციის მიზნით საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლები ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეხვდნენ
  2. იმედინიუსისამთავრობოქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეხვდნენ
  3. რუსთავი 2სამთავრობოქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები