პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის უფლებების თემაზე პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, უწყებამ სამეგრელოს რეგიონის სკოლებში მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის უფლებების, სამართლებრივი დაცვისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის უფლებების თემაზე პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
იმედინიუსი

საქართველოს პროკურატურის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის უფლებებზე, სენაკის კერძო სკოლა „სხივში“, ქალაქ ფოთის N6 და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნის საჯარო სკოლებში პროკურორებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად განიხილეს სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვანთა უფლებები, მათი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული მართლმსაჯულების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ძირითად საპროცესო გარანტიებს, რომლებიც მართლმსაჯულების პროცესში ბავშვზე მორგებული მიდგომების გამოყენებას უწყობს ხელს.

საინფორმაციო ღონისძიებების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მათი უფლებების შესახებ ინფორმირებულობა და დანაშაულის პრევენციაა.

საქართველოს მასშტაბით, საქართველოს პროკურატურა, საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე მოსწავლეებთან აქტიურად ატარებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის, განგრძობადი განათლების ფარგლებში ტრენინგი ჩატარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები