პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეხვდნენ

საქართველოს პროკურატურა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, პროკურატურის წარმომადგენლები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბენეფიციარებს შეხვდნენ და დაცვის მექანიზმები გააცნეს.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეხვდნენ
იმედინიუსი

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცობით, შეხვედრაში მონაწილეობდა სააგენტოს თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსი ინდირა რობაქიძე და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პროკურორები თამარ ზაქუტაშვილი და თამარ კაპანაძე, ასევე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ანა გამეზარდაშვილი.

„პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საკითხები და ძალადობა გამოვლილი პირების დაცვისა და მხარდაჭერის მექანიზმები გააცნეს.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. განსაკუთრებული ყურადღება ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს და სისხლის სამართლის პროცესში მათი მონაწილეობის პრაქტიკული საკითხების განხილვას დაეთმო.

ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია, დაესვათ შეკითხვები და პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მოესმინათ.

16-დღიანი გლობალური კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. მისი მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის პრევენცია და ძალადობის აღმოფხვრის პროცესში სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება.

საქართველოს პროკურატურა ყოველწლიურად უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას. მიმდინარე წელსაც, კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ცნობიერების ამაღლებისა და ძალადობის პრევენციის მიზნით ღონისძიებები გაიმართება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლები ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეხვდნენ
  2. რუსთავი 2სამთავრობოქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
  3. იმედინიუსისამთავრობოქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლები ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეხვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები