პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Euronews: სერბეთის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტს არ დაესწრება - მოსალოდნელია, რომ ბელგრადი არც სამიტის დეკლარაციას მოაწერს ხელს, რაც კვლავ ღიად ტოვებს კითხვას, დაუახლოვდება თუ არა სერბეთის მომავალი მთავრობა ბლოკის საგარეო პოლიტიკას, მათ შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და კოსოვოს საკითხებში

სერბეთის ახალი ხელმძღვანელობა ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტს არ დაესწრება და არც დეკლარაციას მოაწერს ხელს, იტყობინება Euronews-ი. პარლამენტის სპიკერმა ვიზიტი შიდა საპარლამენტო პროცედურების გამო ვერ შეძლო.

Euronews: სერბეთის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტს არ დაესწრება - მოსალოდნელია, რომ ბელგრადი არც სამიტის დეკლარაციას მოაწერს ხელს, რაც კვლავ ღიად ტოვებს კითხვას, დაუახლოვდება თუ არა სერბეთის მომავალი მთავრობა ბლოკის საგარეო პოლიტიკას, მათ შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და კოსოვოს საკითხებში
იმედინიუსი

სერბეთის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბრიუსელში ოთხშაბათს დაგეგმილ ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტს არ დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

მოსალოდნელია, რომ ბელგრადი არც სამიტის დეკლარაციას მოაწერს ხელს, რაც კვლავ ღიად ტოვებს კითხვას, დაუახლოვდება თუ არა სერბეთის მომავალი მთავრობა ბლოკის საგარეო პოლიტიკას, მათ შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და კოსოვოს საკითხებში.

სამიტის დეკლარაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას და გმობს ისტორიულ რევიზიონიზმსა და სამხედრო დანაშაულების განდიდებას. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში სერბი მაღალჩინოსნების დასწრებამ „ბოსნიელ ყასბად“ წოდებული სამხედრო დამნაშავის, რატკო მლადიჩის მასშტაბურ დაკრძალვაზე ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

რეგიონის ყველაზე დიდი და გავლენიანი ქვეყნის არყოფნა ჩრდილს აყენებს ბრიუსელის სამიტს მაშინ, როდესაც ევროკავშირი გაფართოების ახალი იმპულსის გამოყენებასა და დასავლეთ ბალკანეთთან კავშირების გაღრმავებას ცდილობს.

სამიტზე მიწვეული იყო სერბეთის პარლამენტის ახლად არჩეული სპიკერი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდარ ჩუპიჩი, თუმცა მან დასწრება საპარლამენტო საქმიანობის, მათ შორის კომიტეტების ფორმირებისა და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის პროცედურების გამო ვერ შეძლო.

„დღეს დამფუძნებელი სესია უნდა დავასრულოთ და ახლა ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ პირადული არაფერია, პირველ რიგში ეს საქმეები უნდა მოვაგვაროთ“, - განუცხადა Euronews-ს მოძრაობა „სტუდენტური სიის“ დეპუტატმა სარა ელ სარაგმა.

ბელგრადის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის გათვალისწინებით, რომ სერბეთი პოლიტიკური ტრანზიციის ეტაპზეა - ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველმა პარტიამ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ ძალაუფლება დაკარგა. საპროტესტო მოძრაობის ბაზაზე შექმნილ „სტუდენტურ სიას“ ახლა საპარლამენტო უმრავლესობა აქვს და მომავალი მთავრობის ფორმირებაც სწორედ მას მოუწევს. სამიტის გამოტოვება კი ნიშნავს, რომ ბრიუსელს კიდევ მოუწევს ლოდინი იმის გასაგებად, თუ რა პოზიციას დაიკავებს ახალი ხელმძღვანელობა ევროკავშირისთვის ყველაზე მგრძნობიარე საგარეო-პოლიტიკურ საკითხებზე, უპირველეს ყოვლისა კი რუსეთთან მიმართებით.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„სერბეთის რესპუბლიკა დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციას და არ შემოიღებს შემზღუდველ ზომებს რუსეთის წინააღმდეგ“ - სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ „სტუდენტური სია“ ოფიციალური პროგრამა გამოაქვეყნა, დოკუმენტი ევროკავშირში გაწევრიანების კურსსა და რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ითვალისწინებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები