პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Rapporteur: „ჩვენ მოგვიწევს რეფერენდუმის ჩატარება, ხალხს უნდა ვკითხოთ აზრი“ - ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე წლების განმავლობაში შეფერხებული მოლაპარაკებების ფონზე, სერბეთის ახალი საპარლამენტო უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

სერბეთის ახალი საპარლამენტო უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. გამოცემა Rapporteur-ის ცნობით, „სტუდენტური სიის“ წარმომადგენელმა ანა დიმიტრიევიჩმა განაცხადა, რომ აუცილებელია ხალხისთვის აზრის კითხვა.

Rapporteur: „ჩვენ მოგვიწევს რეფერენდუმის ჩატარება, ხალხს უნდა ვკითხოთ აზრი“ - ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე წლების განმავლობაში შეფერხებული მოლაპარაკებების ფონზე, სერბეთის ახალი საპარლამენტო უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს
იმედინიუსი

ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე წლების განმავლობაში შეფერხებული მოლაპარაკებების ფონზე, სერბეთის ახალი რეფორმატორული საპარლამენტო უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Rapporteur-ს გამარჯვებული „სტუდენტური სიის“ ორმა წარმომადგენელმა განუცხადა.

კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართება, რაც გასულ თვეში არჩეული სერბეთის ახალი მთავრობა რეფორმებს განახორციელებს სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად, კანონის უზენაესობის აღსადგენად და მედიის თავისუფლების გასაუმჯობესებლად.

„ჩვენ მოგვიწევს რეფერენდუმის ჩატარება. ხალხს უნდა ვკითხოთ აზრი“, - განუცხადა „სტუდენტური სიის“ მომავალმა დეპუტატმა, ანა დიმიტრიევიჩმა ბრიუსელში გამოცემა Rapporteur-ს.

ბოლო კვირებში სერბეთის ახალი წამყვანი პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, მან ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა.

ბრიუსელს ევროკავშირთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების პერსპექტივის შესახებ უკვე აცნობეს.

„ჩვენ ეს არაერთხელ აღვნიშნეთ იმ შეხვედრებზე, რომლებიც გვქონდა“, - განაცხადა დიმიტრიევიჩმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირის ლიდერებმა „სტუდენტურ სიას“ მიულოცეს სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები