პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს

ბოლნისში, მაშავერას გორაზე არქეოლოგებმა სავარაუდოდ ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს ბავშვის ძვლებით, რაც აქამდე საქართველოს ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს
ნეტგაზეთი

არქეოლოგებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მაშავერას გორაზე სავარაუდოდ ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს, მცირეწლოვანი ბავშვის ძვლებით.

ნეოლითური ხანის სამარხი აქამდე საქართველოს ტერიტორიაზე არ აღმოჩენილა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„აღმოჩენა განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობისაა, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის ძეგლებზე სამარხი აქამდე არ ყოფილა დაფიქსირებული. მოპოვებული მასალები დამატებით სამეცნიერო კვლევებს საჭიროებს, რის შემდეგაც აღმოჩენის ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა გახდება შესაძლებელი“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ამ ექსპედიციის ხელმძღვანელი ჯონი აბულაძეა.

მაშავერას გორაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები 1988 წელს ჩატარდა. მაშინ გამოვლინდა რამდენიმე წრიული ნაგებობა და მცირე რაოდენობით არქეოლოგიური მასალა.

არქეოლოგიური სამუშაოები ეროვნული მუზეუმის გუნდმა ჯონი აბულაძის ხელმძღვანელობით 2020 წელს განაახლა.

2020 წელს აღმოჩნდა მანამდე უცნობი 8 000 წლის წინანდელი, მანამდე უცნობი არქიტექტურა.

ძვ.წ. VI ათასწლეულის ამ ძეგლზე 2020 წელს პირველად დადასტურდა შულავერ-შომუთეფეს კულტურისათვის დამახასიათებელი წრიული სახლების სრულიად ახალი სამშენებლო ტრადიცია. დაფიქსირდა ორ და სამმწკრივა წყობით, ალიზის აგურით ნაგები წრიული სახლები, მცირე ზომის სათავსოები და ნაგებობებს შორის არსებული კედლები. გამოვლინდა ნეოლითური პერიოდისათვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი მასალა: თიხის ჭურჭლის ნატეხები, ძვლის, ირმის რქის, ობსიდიანის, მასიური ქვის იარაღები და სარდიონისგან დამზადებული მძივები.

მაშავერას გორა ნეოლითურთან ერთად, ასევე მოიცავს შუა საუკუნეების კულტურულ ფენებსაც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობობოლნისში, მაშავერას გორაზე სავარაუდოდ ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის ძეგლებზე პირველი სამარხია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარქეოლოგებმა მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა
  3. ალიაოპოზიციურიარქეოლოგებმა ბოლნისში სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა
  4. იმედინიუსისამთავრობომაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბოლნისში, მაშავერას გორაზე სავარაუდოდ ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის ძეგლებზე პირველი სამარხიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები