პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა

მიუნხენის ბაიერნმა ჯამალ მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. კლუბი და ფეხბურთელის წარმომადგენლები უარყოფენ გავრცელებულ ჭორებს კარიერის შესაძლო დასრულების შესახებ და აცხადებენ, რომ მოთამაშე სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
სპორტალი

"ბაიერნმა" გუნდის 23 წლის ვარსკვლავის ჯამალ მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ გერმანელმა შესაძლოა, ნერვოლოგიური პრობლემების გამო კარიერა დაასრულოს.

"სამშაბათს "ბაიერნისა" და ჯამალ მუსიალას წარმომადგენლებმა კონსტრუქციული დისკუსია გამართეს. მოთამაშის ჯანმრთელობა ორივე მხარისთვის უმნიშვნელოვანესია. ჯამალ მუსიალამ გამოჯანმრთელების პროცესში სრული მხარდაჭერა მიიღო.

ბოლო დღეებში გავრცელებული მრავალი ჭორის შემდეგ, "ბაიერნი" და მუსიალას წარმომადგენელი სააგენტო 11WINS ნათლად აცხადებენ: ჯამალი პირველად ხანმოკლე გონების დაკარგვის სიმპტომების გამო პირველად 2025 წლის 22 აპრილს გამოიკვლიეს.

ეს გამოკვლევა ჩატარდა "ბაიერნთან" და მის სამედიცინო დეპარტამენტთან კოორდინაციით, ნევროლოგიური სიმპტომების პირველი გამოვლენისთანავე. "რეკორდმაისტერისა" და და ჯამალ მუსილას წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ კომუნიკაციას კონფიდენციალურად და პარტნიორული წესით გააგრძელებენ", - წერია განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები