საქართველო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, Web Summit 2026-ზე ეროვნული პავილიონით მონაწილეობს
საქართველო ლისაბონში Web Summit-ზე ეროვნული პავილიონით წარდგა, სადაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით 6 ქართული სტარტაპი მონაწილეობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, Web Summit 2026-ის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო.
Web Summit წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ინოვაციებისა და ტექნოლოგიური იდეების გასაზიარებლად, პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად და ეკოსისტემების გასაერთიანებლად. სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინოს საკუთარი სტარტაპ ეკოსისტემა, მოიზიდოს საერთაშორისო ინვესტორები და შექმნას ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გლობალურ მასშტაბზე.
წელს ლისაბონში, საქართველო წარმოდგენილია მასშტაბური პავილიონით „StartUP in Georgia” ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ინვესტიციების სააგენტოს თანამშრომლობით ხორციელდება.
აღნიშნული ინიციატივის მიზანია, საქართველოს, როგორც სტარტაპების განვითარებისა და ინოვაციებისთვის ხელსაყრელი ადგილის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე.
ინიციატივა აერთიანებს ყველა აქტივობას, პროგრამას, მხარდაჭერის მექანიზმსა თუ ღონისძიებას, რომელიც ქვეყანაში ტარდება ეკოსისტემის და ინოვაციების საზოგადოების განვითარების მიზნით.
წლევანდელ სამიტში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 6 ქართული სტარტაპი მონაწილეობს - Quissly, AdMagica.ai, Filmcore, Zapio, Agrolog, Briano.
ამასთან, ორი ქართული სტარტაპი, Filmcore და AdMagica, ლისაბონში, Web Summit 2026-ის ფარგლებში, PITCH-ში მიიღებს მონაწილეობას. PITCH Web Summit-ის ოფიციალური სტარტაპ-კონკურსია. მასში ადრეულ ეტაპზე მყოფი, სპეციალურად შერჩეული სტარტაპები მონაწილეობენ, რომლებიც , აუდიტორიის წინაშე, მოკლედ წარადგენენ თავიანთ პროდუქტსა და ბიზნესს, შემდეგ კი ჟიურის კითხვებს პასუხობენ. ჟიურიში საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორები და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები შედიან. კონკურსი რამდენიმე ტურად მიმდინარეობს.
ღონისძიების გახსნას დაესწრნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს თორნიკე სულაბერიძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…