პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თუ მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მან აღნიშნა საქართველოს მზადყოფნა თანამშრომლობისთვის, რათა სტრატეგიული გადაწყვეტილებები ხელშესახებ შედეგებში აისახოს.

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ
რუსთავი 2

"ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მტკიცე მხარდაჭერა "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივისა და ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის მიმართ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში, ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე აღნიშნა, სარკინიგზო, საპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელებით, ჩინეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ვაჭრობის განვითარებაში, აძლიერებს პარტნიორობას ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში და ხელს უწყობს რეგიონის სატრანსპორტო კავშირებისა და ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას.

"საქართველო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და უკვე აქტიურად არის ჩართული მათი განხორციელების პროცესში. ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი – შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო დერეფანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები