პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თამაზ ბორაშვილი – 2025 წელს საქართველოში ისევ მაღალი იყო გარე და შიდა ძალებისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები, საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებოდა საინფორმაციო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაქართველოს პარლამენტისაქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

სუს-ის უფროსის, თამაზ ბორაშვილის განცხადებით, 2025 წლის ოქტომბერში გარკვეული ჯგუფები პრეზიდენტის სასახლის დაკავებასა და ხელისუფლების დამხობას გეგმავდნენ, თუმცა ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა აღიკვეთა.

თამაზ ბორაშვილი – 2025 წელს საქართველოში ისევ მაღალი იყო გარე და შიდა ძალებისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები, საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებოდა საინფორმაციო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდი
პირველი არხი

2025 წელს, გასული წლების მსგავსად, საქართველოში ისევ მაღალი იყო გარე და შიდა ძალებისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები. საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული აქტივობები ხორციელდებოდა ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და საინფორმაციო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, თამაზ ბორაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

თამაზ ბორაშვილმა 2025 წლის ოქტომბრის მოვლენებზე ისაუბრა, როდესაც, მისი განმარტებით, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ცალკეული ჯგუფები, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, ქვეყანაში გეგმავდნენ სამოქალაქო არეულობასა და დესტაბილიზაციას, მათი გეგმის ნაწილი იყო სტრატეგიული ობიექტის, პრეზიდენტის სასახლის დაკავება და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააიდენტიფიცირა ყველა ის პირი, ვინც ჩართული იყო და გეგმავდა ძალადობრივ პროცესებს, ჩვენ მიერ სხვა ძალოვან უწყებებთან ერთად გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობა, დაკავებული იქნა ძალადობრივ აქციებში ჩართული პირები და ორგანიზატორები, რომელთაც პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. მოგეხსენებათ, რომ დაკავებულთა ნაწილმა ბრალი უკვე აღიარა“, – აღნიშნა თამაზ ბორაშვილმა.

მისი განცხადებით, გასულ წელს საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებოდა საინფორმაციო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდი, მიზანმიმართულად ვრცელდებოდათ დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვას და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას.

„დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უცხოური მედიასაშუალება „ბიბისიც“ კი გახდა. ყველას გახსოვთ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, თითქოს მომიტინგეთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღი ე.წ. კამიტი იქნა გამოყენებული. აღნიშნულ ფაქტზე, როგორც იცით, ჩატარდა დროული გამოძიება და დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთიერება „კამიტი“ არასდროს შეუძენია და გამოუყენებია. მეტიც, აღნიშნული ქიმიური საშუალება მეორე მსოფლიო მის შემდეგ აღარ გამოყენებულა“, – განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოგასული წლების მსგავსად, საქართველოში გარე და შიდა ძალებისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები ისევ მაღალი იყო - თამაზ ბორაშვილი
  2. TV პირველიოპოზიციურისუს-ის ახალმა უფროსმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა 15 წუთში დაასრულა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გასული წლების მსგავსად, საქართველოში გარე და შიდა ძალებისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები ისევ მაღალი იყო - თამაზ ბორაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები