პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა

მიუნხენის ბაიერნის აღმასრულებელმა დირექტორმა იან-კრისტიან დრეზენმა განაცხადა, რომ კლუბი ჯამალ მუსიალას ჯანმრთელობის აღსადგენად საჭირო დროს მისცემს, თუმცა აღიარა, რომ ფეხბურთელის კარიერული პერსპექტივები კლუბის ინტერესებთან ერთად უნდა შეფასდეს.

"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
სპორტალი

მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრეზენმა, გულშემატკივრებს ჯამალ მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კლუბის პოზიციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში 23 წლის გერმანელი ნახევარმცველი ზედიზედ ორ მატჩში შეუძლოდ გახდა, რის გამოც მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა და მოედნის დატოვება მოუწია. მოგვიანებით გაირკვა, რომ მუსიალას ნევროლოგიური დისფუნქციით გამოწვეული ხანმოკლე, "აბსანსური გულყრები" დაუდგინდა.

ნოემბრის დასაწყისში "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, მუსიალას მომავალთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა:

"შეძლებს კი ის ოდესმე იმ დონეზე დაბრუნებას, რომელზეც მანამდე თამაშობდა?"

ჰიონესის განცხადებას მოგვიანებით დრეზენიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კლუბი იმედოვნებს მუსიალას ძველ დონეზე დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფეხბურთელის ოჯახთან და აგენტებთან სამომავლო გეგმებზე მოუწევს საუბარი.

"თქვენს შენიშვნებს გავითვალისწინებ. ამ საკითხზე საჯაროდ თავადაც ვისაუბრე. ვცადე, ული ჰიონესის სიტყვები განმემარტა და ისიც გაგებით მოეკიდა ჩემს პოზიციას.

ჯამალს იმდენ დროს მივცემთ, რამდენიც დასჭირდება. ასეც უნდა მოვიქცეთ. არ შემიძლია, უბრალოდ ვთქვა, რომ არაფერი ვიცი და ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ. ეს არ ყოფილა საკითხი, რომელზეც განზრახ მინდოდა საჯაროდ საუბარი.

ჩემი მოვალეობაა, ფეხბურთელზე ვიზრუნო და მკაფიოდ განვაცხადე, რომ ჯამალს ძველ დონეზე დასაბრუნებლად საჭირო დრო ექნება. მისი სპორტული მომავალი უაღრესად მნიშვნელოვანია, ის გამორჩეული ფეხბურთელია.

თუმცა ჩვენ სხვა პასუხისმგებლობაც გვაქვს, არა მხოლოდ ფეხბურთელის, არამედ კლუბის წინაშეც. როგორც ნებისმიერ კომპანიაში, აქაც უნდა გავითვალისწინოთ შემთხვევა, როდესაც ადამიანი დაკისრებული მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებას ვეღარ ახერხებს.

ეს ფეხბურთისთვის განსაკუთრებული და უპრეცედენტო შემთხვევაა, რომელთან გამკლავებაც უნდა ვისწავლოთ. ასეთი შემთხვევები უმაღლესი დონის სპორტში, განსაკუთრებით კი ფეხბურთში, აქამდე არ გვინახავს. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ამ ყველაფერს", - განაცხადა დრეზენმა.

შეგახსენებთ, მუსიალას "რეკორდმაისტერთან" ხელშეკრულება 2030 წლამდე აკავშირებს და მისი ფიქსირებული წლიური ანაზღაურება, ბონუსების გარეშე, დაახლოებით 22.83 მილიონი ევროა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ეს კლუბისთვის შეუფერებელია" - ფერდინანდმა "ბაიერნი" გააკრიტიკა და მუსიალა დაიცვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები