პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ეს კლუბისთვის შეუფერებელია" - ფერდინანდმა "ბაიერნი" გააკრიტიკა და მუსიალა დაიცვა

რიო ფერდინანდმა მიუნხენის „ბაიერნი“ გააკრიტიკა და კარლ-ჰაინც რუმენიგეს საჯარო განცხადება ჯამალ მუსიალას ჯანმრთელობისა და კონტრაქტის შესახებ კლუბისთვის შეუფერებლად შეაფასა. ფერდინანდის თქმით, მსგავსი საკითხები პრესაში კი არა, ფეხბურთელთან პირადად უნდა განიხილებოდეს.

"ეს კლუბისთვის შეუფერებელია" - ფერდინანდმა "ბაიერნი" გააკრიტიკა და მუსიალა დაიცვა
სპორტალი

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა "ბაიერნის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი კარლ-ჰაინც რუმენიგე გააკრიტიკა ჯამალ მუსიალას ჯანმრთელობის პრობლემებისა და კლუბში მისი მომავლის შესახებ საჯარო განცხადების გამო.

"ბაიერნი" ამაზე უკეთესია...

თუ მუსიალას ჯანმრთელობის პრობლემების გათვალისწინებით, მომავალში კლუბისთვის უფრო მისაღები პირობების შეთანხმება სურთ, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელსა და მის წარმომადგენლებს უნდა ესაუბრონ და არა პრესას.

ჯამალისთვის ეს სიტუაცია ისედაც რთული უნდა იყოს, ამიტომ მედიისა და კლუბის ხელმძღვანელების მხრიდან საკითხის საჯაროდ განხილვა საჭირო არ არის. ეს კლუბისთვის შეუფერებელია.

"ბაიერნი" ერთ-ერთი იმ კლუბთაგანია, რომელიც ყოველთვის ღირსეულად იქცეოდა და მრავალი ადამიანის აღფრთოვანებას იმსახურებდა. სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში მისი ქმედებები საერთოდ არ ჰგავს "ბაიერნს", - დაწერა ფერდინანდმა სოციალურ ქსელში.

რიო ფერდინანდის აღშფოთება "ბაიერნის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადებამ გამოიწვია:

"მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და ამასთანავე, საკმაოდ მაღალი ხელფასის მქონე კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან. თუ ჯამალი ძველ დონეზე დაბრუნებას ვერ შეძლებს, ოჯახთან, თავად ფეხბურთელთან და, განსაკუთრებით, მის აგენტებთან საუბარი მოგვიწევს, რადგან ასეთ შემთხვევაში ეს თანხები გამართლებული აღარ იქნება", - განაცხადა რუმენიგემ.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვაწაიკითხე

უახლესი ამბები